- ხვიჩა კვარაცხელიას ცნობილმა იტალიელმა სპეციალისტმა ხის ქანდაკება უძღვნა
- 'BENVENUTO KHVICHA!' - ნაპოლიმ კვარაცხელიას ტრანსფერი გამოაცხადა
IL MATTIANO-ს ცნობით, ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლიში ტრანსფერის ოფიციალური დადასტურებიდან სულ რამდენიმე საათში ხვიჩას "დებიუტი" ნეაპოლის ცნობილ სან გრეგორიო არმენოს მაღაზიაში შედგა. ხის ნაკეთეობების ცნობილმა ხელოსანმა მარკო ფერინგომ ნაპოლის პირველ შენაძენს 2022/23 წლის სეზონის წინ, სპეციალური ხის ქანდაკება უძღვნა.
სან გრეგორიო არმენო ნეაპოლის ცნობილი სომხური ეკლესია და მონასტერია, რომელიც მე-10 საუკუნეში რომის იმპერიის ერთ-ერთი ტაძრის ნანგრევებზეა აშენებული.
შეგახსენებთ, რომ 1-ელ ივლისს 21 წლის ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი დინამო ბათუმიდან ნაპოლიში ჯერ სერია A-მ, შემდეგ კი თავად ნეაპოლურმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა. ხვიჩა ევროპის ერთ-ერთ ძლიერ კლუბში მომდევნო 5 სეზონს გაატარებს.
კომენტარები