Thumbnail

ბრიტანული The Times-ის ინფორმაციით, პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი კრიშტიანო რონალდო სულ უფრო შორდება მანჩესტერ იუნაიტედს, მისით იტალიაში არიან დაინტერესებულნი, კერძოდ კი ნაპოლი გააქტიურდა. 

ბრიტანული გამოცემა ირწმუნება, რომ 37 წლის კრიშტიანოს იუნაიტედის დატოვება გადაწყვეტილი აქვს. მას ისეთ კლუბში სურს თამაში, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს. ასე რომ, ნაპოლი ამ კრიტერიუმს აკმაყოფილებს. ნაპოლის ვიქტორ ოსიმენი ჰყავს, თუმცა სიტუაციას აკვირდება, მით უფრო, რომ აფრიკელი ვარსკვლავი ბევრ ევროპულ გრანდს სურს. ოსიმენმა გასულ სეზონში 27 მატჩში 14 გოლი გაიტანა. 

იტალიური კლუბების გარდა (რომა, ნაპოლი), კრიშტიანოთო ბაიერნი და ჩელსიც არიან დაინტერესებულნი. შეგახსენებთ, რომ 1-ელ ივლისს ნაპოლის წევრი ოფიციალურად 21 წლის ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია გახდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები