Thumbnail

ადესანიამ კანონიერი დაამარცხა და კაცს, რომელთანაც წაგებული აქვს ოქტაგონზე უხმო

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ისრაელ ადესანიამ საშუალო წონის ქამარი დაიცვა
  • ჩემპიონმა, 5-რაუნდიან ბრძოლაში ქულებით ჯარედ კანონიერი დაამარცხა

ისრაელ ადესანიამ UFC-ის საშუალო წონის ქამრის დაცვა ამერიკელი მებრძოლის - ჯარედ კანონიერის წინააღმდეგ შეძლო, რომელმაც დღეს საინტერესო ვერაფერი შემოგვთავაზა. უღიმღამო 5-რაუნდიანი ბრძოლა ადესანიას გამარჯვებით დასრულდა.

ქამრის მეხუთედ დაცვის შემდეგ, ისრაელ ადესანიამ ოქტაგონზე მისი ყოფილი მეტოქე - ბრაზილიელი ალექს პერეირა გამოიწვია. პერეირა კიკბოქსინგის ყოფილი მსოფლიოს ჩემპიონი გახლავთ, რომელთანაც კიკბოქსინგში ადესანიას 2-ჯერ აქვს წაგებული.

მეორე მარცხი, ადესანიამ პერეირასთნ 2017 წელს ნოკაუტით დათმო, რაც როგორც ჩანს წარმოშობით ნიგერიელის მეხსიერებაში ცუდად დარჩა. ალექს პერეირამ ადესანიას და კანონიერის ბრძოლამდე, დივიზიონის რანგით მეოთხე მებრძოლი - შონ სტიკლენდი დაანოკაუტა.

მომავალი ბრძოლა, ისრაელს სწორედ ძველ მეტოქესთან ელის, რომელიც როგორც ამბობენ ადესანიასთვის UFC-ში ყველაზე უხერხული მეტოქე იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები