- ალექს პერეირამ შონ სტრიკლენდი გათიშა
- ბრაზილიელი, მომდევნო ბრძოლა ისრაელ ადესანიას წინააღმდეგ ჩაატარებს
ალექს პერეირამ დღეს UFC-ის ოქტაგონზე, საშუალო წონის რეიტინგში მეოთხე მებრძოლი - შონ სრიკლენდი პირველივე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა.
პერეირა, კიკბოქსინგის ყოფილი მსოფლიოს ჩემპიონი გახლავთ, რომელსაც ამ UFC-ის საშუალო წონის დივიზიონის მეფე - ისრაელ ადესანია კიკბოქსინგში ორჯერ ჰყავს დამარცხებული, მათ შორის ერთხელ ნოკაუტით.
ადესანიამ, საღამოს მთავარ ბრძოლაში ჯარედ კანონიერს 5-რაუნდიანი ბრძოლა მოუგო და მომავალ მეტოქედ სწორედ მისი ძველი მტერი - ალექს პერეირა გამოიწვია.
კომენტარები