- აზერბაიჯანის ვიცე-ჩემპიონს ქართველის მცველის საკუთარ რიგებში ხილვა სურს
- საბა კვერკველიამ გაგრას რიგები უკვე დატოვა და ახალ კლუბს ეძებს
როგორც აზერბაიჯანული გამოცემა Azerisport წერს, საქართველოს ნაკრების წევრი საბა კვერკველია ბაქოს ნეფთჩისთან კონტრაქტის გააფორმებს. აზერბაიჯანის ვიცე-ჩემპიონები ევროპის კონფერენსლიგისთვის გაძლიერებას აპირებენ და ქართველი მცველის საკუთარ რიგებში ხილვა სურთ.
მოგეხსენებათ, საბა კვირკველიამ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ ხარკივის მეტალისტი 1925 დატოვა და გაგრას რიგებში თამაშობდა. თუმცა, ცოტა ხნის წინ 30 წლის მცველმა ეროვნული ლიგის გუნდს დაემშვიდობა. აზერბაიჯანული წყაროს მიხედვით, საბა ამჟამად ბაქოში იმყოფება, სამედიცინო შემოწმება გაიარა და 2-წლიანი კონტრაქტის გაფორმება დარჩა.
რუმინული სტიაუას პრეზიდენტმა და სპორტულმა დირექტორმა გასული თვის ბოლოს კვერკველიათი დაინტერესებაზე ისაუბრეს, მაგრამ განაცხადეს, რომ ქართველის ფინანსური მოთხოვნების დაკმაყოფილება არ შეეძლოთ. საბას გერმანული პორტალი ტრანსფერმარკტი 1 მილიონ ევროდ აფასებს.
კომენტარები