Thumbnail

ბასილაშვილი უიმბლდონის წყვილთა ტურნირს მე-3 წრეში გამოეთიშა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ბასილაშვილი/ალბოტი 1:6, 4:6, 4:6 კაბალი/ფარა
  • ქართველმა ჩოგბურთელმა ლონდონში თამაში დაასრულა

30 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა წლევანდელ უიმბლდონზე თამაში დაასრულა. შეგახსენებთ, რომ ნიკამ და მოლდოველმა რადუ ალბოტმა წყვილთა შეჯიბრში 2 რაუნდის გავლა მოახერხეს, თუმცა, ეს მაქსიმუმი აღმოჩნდა.

ქართველი და მოლდოველი ჩოგბურთელები დღეს მე-6 განთესვის მქონე კოლუმბიურ წყვილს (კაბალი-ფარა) გაეჯიბრნენ და აშკარა ფავორიტებად მიჩნეულ მეტოქეებთან 1:6, 4:6, 4:6 დამარცხდნენ.

როგორც უკვე ვწერდით, ბასილაშვილმა და ალბოტმა პირველ წრეში ნიდერლანდელი არენდსი და ფრანგი ჰალისი დაჯაბნეს – 7:5, 7:6 (7:4), 5:7, 1:6, 6:4, შემდეგ კი, ასევე 5-სეტიანი მატჩი გადაიტანეს ეკვადორელ იდალგოსთანა და კოლუმბიელ როდრიგესთან – 6:4, 2:6, 3:6, 7:6 (7:2), 7:5.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა ასევე მე-3 წრეში ითამაშა უიმბლდონის ერთეულთა ბადეშიც. ნიკამ ჩეხი ლუკას როსოლი და ფრანგი ჰალისი დაამარცხა, რის შემდეგაც ნიდერლანდელ ვან რიიტჰოვენთან 4:6, 3:6, 4:6 წააგო.

კომენტარები

ბოლო ამბები