Thumbnail

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა ექვსი ერის ზაფხულის სერიების ჯგუფური ეტაპი გამარჯვებით დაასრულა. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა შოტლანდიას 8 ლელო დაუდეს, 6 გარდასახვა და ერთი ჯარიმა გაუტანეს. ლადო კილასონიას გუნდმა მეტოქეს 55:17 მოუგო.

საქართველომ ჯგუფური ეტაპი 6 ქულით და მესამე ადგილზე დაასრულა, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალგაზრდა ქართველი მორაგბეები მე-5 ადგილისთვის შეხვედრაში საფრანგეთს დაუპირისპირდება.

6 ერის ვებგვერდზე ქართველი მორაგბეების კარგ თამაშს გამოეხმაურნენ. მატჩის საუკეთესო მორაგბეც დაასახელეს და ქართველი პირველი ხაზის მოთამაშეებიც შეაქეს.

საქართველომ შოტლანდიას 8 ლელო დაუდო

''მატჩის საუკეთესო მოთამაშე რატი ზაზაძე გახდა. ეს ტიტული შეიძლებოდა ნებისმიერ ქართველ შერკინების მოთამაშეს დაემსახურებინა, მაგრამ ზაზაძეს მატჩზე საოცარი გავლენა ჰქონდა. მან შეხვედრაში ორი ლელო დადო.

თამაშის გარდამტეხი - არაფერი ისეთი, რისი გაკეთება ქართველ შემტევებს არ შეუძლიათ. მათ ჯერ კიდევ წინა კვირას ითამაშეს კარგად, მაგრამ შოტლანდიასთან ძალები სრულად გამოავლინეს. ქართველების აგრესიულმა შერკინებამ ორივე ტაიმში მიიქცია ყურადღება.

საქართველო მე-5 ადგილისთვის მატჩში საფრანგეთს დაუპირისპირდება და ეს ქართველ მორაგბეებს ძალიან გაუხარდებათ. ფრანგები პირველ ადგილზე ვერ გავიდნენ, ალბათ, საქართველოს წინააღმდეგაც თამაში დიდად არ უხარიათ. ფრანგები სამხრეთაფრიკელებთან ბოლომდე დაიხარჯნენ და მომავალ კვირაში ტრევიზოში ქართველებისგანაც სერიოზული პრობლემები ელით. 

კიდევ ერთ მაგალითს მოვიყვანთ. ანგარიში 33:12 იყო, როცა ნიკა სუთიძე გუნდის გადაწყვეტილების გამო გაბრაზდა. მას უნდოდა, რომ ბურთი კუთხურზე გადაეტანათ, ხოლო კაპიტანმა კარში დარტყმა გადაწყვიტა. ასეთი დიდი სურვილი და მონდომება აქვთ ქართველებს გამარჯვებისთვის'', - ვკითხულობთ 6 ერის ვებგვერდზე.

6 ერის ზაფხულის სერიების ფორმატის თანახმად, ჩემპიონის ვინაობას A და B ჯგუფის გამარჯვებულები გამოავლენენ. შესაბამისად, ერთმანეთს ხვდებიან მეორე, მესამე და მეოთხეადგილოსნებიც. უკვე ცნობილია, რომ შეჯიბრის დასკვნით მატჩში საქართველოს ნაკრების მეტოქე A ჯგუფში მე-3 პოზიციაზე გასული საფრანგეთი იქნება.

 

 

 

კომენტარები

ბოლო ამბები