Thumbnail

ბლატერის და პლატინის განაჩენი ცნობილია: ორივე გაამართლეს!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ზეპ ბლატერის და მიშელ პლატინის განაჩენი გამოუტანეს
  • ფიფას და უეფას ყოფილი პრეზიდენტები გაამართლეს

დღეს იოზეფ ბლატერისა და მიშელ პლატინის სასამართლო პროცესი დასრულდა: ფიფასა და უეფას ყოფილი პრეზიდენტები გაამართლეს.

განაჩენი შვეიცარიის ფედერალურმა სასამართლომ (ბელინცონა) პარასკევს გამოიტანა. ბლატერს და პლატინის ბრალად თაღლითობა და საბუთების გაყალბება ედებოდათ.

გარდა ამისა, შვეიცარიელ ბლატერს მითვისება-გაფლანგვის ბრალდებაც ჰქონდა, ხოლო ფრანგ პლატინის კი - ბლატერისთვის ამაში დახმარებას ედავებოდნენ. საქმე ეხებოდა 2 მილიონ შვეიცარიულ ფრანკს (დაახლოებით 1,92 მილიონო ევრო), პლუს 229 126 ფრანკს (220 000 ევრო). სწორედ ეს თანხები გადაირიცხა 2011 წელს ფიფადან უეფას მაშინდელ პრეზიდენტ პლატინისთან.

გამოძიების პროცესში ბლატერსაც და პლატინისაც ფიფას ეთიკის კომისიამ 2015 წელს 8-წლიანი დისკვალიფიკაცია მისცა და ფეხბურთს ჩამოაშორა. მართალია, მოგვიანებით ეს სასჯელი შემცირდა, თუმცა პლატინიმ ვერ მიაღწია მთავარ მიზანს და ვერ გახდა ფიფას პრეზიდენტი. ამ პოსტზე მას სწორედ ბლატერი უნდა შეეცვალა. პლატინის ნაცვლად ფიფას ბოსი ჯანი ინფანტინო გახდა, რომელიც დღემდე ფიფას პრეზიდენტია.

კომენტარები

ბოლო ამბები