Thumbnail

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 10 ივლისს ისტორიულ ტესტ-მატჩს გამართავს – 'ბორჯღალოსნები' პირველად ითამაშებენ აჭარაში, ბათუმის ახალ სტადიონზე და პირველად უმასპინძლებენ იტალიას. შოტლანდიის შემდეგ, იტალია ექვსი ერის და ზოგადად ტიერ1-ის მეორე ნაკრებია, რომელიც სათამაშოდ საქართველოში ჩამოვიდა.

'ბორჯღალოსნების' სამწვრთნელო შტაბმა მომავალი შეხვედრისთვის საბრძოლო რაზმი დაასახელა. სასტარტო შემადგენლობა გამოცდილი მორაგბეებითაა დაკომპლექტებული. მათი კეპების ჯამური რაოდენობა 648-ს შეადგენს, საიდანაც 353 ხაზის, ხოლო 295 შერკინების მოთამაშეებზე მოდის.

გასულ კვირას არგენტინა XV-თან ნათამაშებ ძირითად შემადგენლობაში სამი ცვლილებაა და სამივე შერკინებაზე მოდის. პირველ ხაზში გამოჩნდა ბურჯი ბექა გიგაშვილი, რომელსაც სამხრეთ ამერიკელების წინააღმდეგ არ უთამაშია. მარქაფიდან დაწინაურდნენ კვაჭი შალვა მამუკაშვილი და მეორეხაზელი ნოდარ ჭეიშვილი. პირველ ხაზში ადგილი შეინარჩუნა მარცხენა ბურჯმა გურამ გოგიჩაშვილმა, მეორე ხაზში კი ლაშა ჯაიანმა. უცვლელია მესამე ხაზი – ოთარ გიორგაძე, ბექა საღინაძე და ბექა გორგაძე.

უცვლელი დარჩა ღერძი და ხაზი. თამაშს იწყებს ვასილ ლობჟანიძისა და თედო აბჟანდაძის წყვილი; ცენტრში გუნდის კაპიტან მერაბ შარიქაძეს გიორგი კვესელაძე შეუწყვილდება; ფრთებზე სანდრო თოდუა და აკა ტაბუცაძე დადგებიან, ფულბეკი კი დავით ნინიაშვილია.

მარქაფაში ორი დებიუტანტია – ბურჯი ნიკა აბულაძე და მეორეხაზელი ლადო ჩაჩანიძე. არგენტინასთან არ უთამაშიათ და ამჯერად გუნდს შეცვლიდან გააძლიერებენ კვაჭი გიორგი ჭყოიძე და მესამეხაზელი სანდრო მამამთავრიშვილი. მარქაფაში გადაინაცვლა ბურჯმა ლუკა ჯაფარიძემ.

თადარიგშია ტოპ 14-ის ჩემპიონი, 9 ნომერი გელა აფრასიძე, რომელსაც გასულ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია. ხაზში შეცვლაზე შევლენ ლაშა ხმალაძე და დემურ თაფლაძე.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი, 12 კეპი, 28 ქულა), 14. აკა ტაბუცაძე (შავი ლომი, 20 კეპი, 90 ქულა), 13. გიორგი კვესელაძე (გლოსთერი, 40 კეპი, 25 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, 85 კეპი, 70 ქულა, კაპ.), 11. სანდრო თოდუა (შავი ლომი, 98 კეპი, 70 ქულა), 10. თედო აბჟანდაძე (ბრივი, 33 კეპი, 246 ქულა), 9. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, 65 კეპი, 73 ქულა);

შერკინება: 1. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92, 30 კეპი, 10 ქულა), 2. შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი89 კეპი, 55 ქულა), 3. ბექა გიგაშვილი (ტულონი, 28 კეპი, 10 ქულა), 4. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი, 37 კეპი, 5 ქულა), 5. ლაშა ჯაიანი (შავი ლომი, 16 კეპი), 6. ოთარ გიორგაძე (ბრივი, 33 კეპი, 50 ქულა), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, 27 კეპი, 15 ქულა), 8. ბექა გორგაძე (პო, 35 კეპი, 40 ქულა).

მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე (ლოკომოტივ-პენზა, 21 კეპი, 20 ქულა), 17. ნიკა აბულაძე (შავი ლომი, უკეპო), 18. ლუკა ჯაფარიძე (ბრივი, 6 კეპი, 5 ქულა), 19. ლადო ჩაჩანიძე (ბეიონი, უკეპო), 20. სანდრო მამამთავრიშვილი (შავი ლომი, 2 კეპი); 21. გელა აფრასიძე (მონპელიე, 39 კეპი, 24 ქულა), 22. ლაშა ხმალაძე (შავი ლომი, 92 კეპი, 53 ქულა), 23. დემურ თაფლაძე (შავი ლომი, 16 კეპი, 5 ქულა).

კომენტარები

ბოლო ამბები