- ლუკა იოვიჩის ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა
- სერბი ფორვარდი კარიერას ფიორენტინაში აგრძელებს
მადრიდის რეალის “ფლოპმა” ლუკა იოვიჩმა ახალი კლუბი იპოვა!
სერბეთის ნაკრების თავდამსხმელი კარიერას ფლორენციის ფიორენტინაში გააგრძელებს. ფლორენციელებმა ტრანსფერი პარასკევს საღამოს დაადასტურეს. იოვიჩმა ფიორენტინასთან კონტრაქტი 2024 წლის ივნისამდე გააფორმა.
რეალამდე იოვიჩი ფრანკფურტის აინტრახტში თამაშობდა (2017-2019) და გერმანულ კლუბთან ერთად 2018 წელს გერმანიის თასი მოიგო. 2021 წელს ის აინტრახტში ნახევარწლიანი იჯარით დაბრუნდა. 2019 წლის ზაფხულში რეალმა მის სანაცვლოდ 60 მილიონი ევრო გადაიხადა და მადრიდელები მასზე დიდ იმედებს ამყარებდნენ, მაგრამ სერბმა “სამეფო კლუბში” თავი ვერ დაიმკვიდრა.
რეალში იოვიჩი მეტწილად უდისციპლინობით გამოირჩეოდა - ბოლოს მას “რეალის 60-მილიონიან კუბოსაც” კი უწოდებდნენ. იოვიჩს ახლა იმედი აქვს, რომ ფიორენტინაში ძველებურად ათამაშდება.
კომენტარები