- საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრებმა ვარშავაში წარმატებით იასპარეზა
- ირმა ხეცურიანმა და ნინა თიბილაშვილმა ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრებმა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გამართულ მსოფლიო თასის გათამაშებაში წარმატებით იასპარეზა. რაპირით ფარიკაობაში ირმა ხეცურიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო ნინა თიბილაშვილმა - ბრინჯაო.
ირმა ხეცურიანმა 1/2-ფინალში ამერიკელი ელენ გედესი ანგარიშით 15:12 დაამარცხა, ფინალში კი ტაილანდელ სან სუნ იანასთან 15:7 დათმო ბრძოლა და მეორე ადგილზე გავიდა.
ნინა თიბილაშვილი ნახევარფინალში უნგრელ ევა ჰაიმსთან ანგარიშით 15:10 დამარცხდა და მესამე ადგილს დასჯერდა.

კომენტარები