Thumbnail

10-24 ივლისს აიჩის პრეფექტურაში წლის მეოთხე სუპერტურნირი, ნაგოია ბაშო გაიმართება, რომელსაც ყოფილი ოძეკი ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) აღმოსავლეთის მე-8 მაეგაშირას სტატუსით ხვდება. ცნობილი პირველი ორი დღის განრიგი და ქართველი სუმოისტის მეტოქეები.

10 ივლისს ტოჩინოშინი მე-7 მაეგაშირა ჰოკუტოფუჯის შეხვდება, 29 წლის სუმოისტთან ქართველს უარყოფითი ბალანსი აქვს ურთიერთშეხვედრებში: 5:6, თანაც, მასთან ბოლო 3 შეხვედრა დათმო. 11 ივლისს მეტოქე მე-7 მაეგაშირა ოკინოუმია, 36 წლის ექსსეკივაკესთან მას დადებითი ბალანსი აქვს: 11:9. 

რიკიშების სურვილების 'ხე'

დიდი ჩემპიონი ტერუნოფუჯი ნაგოია ბაშოს კომუსუბი აბისთან შეხვედრით დაიწყებს, ხოლო მეორე დღეს მონღოლი იოკოძუნა პირველ მაეგაშირა კირიბაიამას ხვდება. ბაშოს წინ რიკიშებმა (მათ შორის, უკვე სუმოდან წასულმა ჰაკუჰომ) თავიანთი სურვილები ჩამოწერეს. ტოჩინოშინმა "მსოფლიოში მშვიდობა" ისურვა. 

ნაგოიას ბაშო 34 წლის ლევან გორგაძისთვის კარიერაში 97-ე ბაშო იქნება (2013 წელს ტრავმის გამო გამოტოვებული სამი ბაშოს ჩათვლით). მას პროფესიულ ასპარეზზე 654 გამარჯვება აქვს მოპოვებული (აქედან 537 ელიტურ დივიზიონ მაკუუჩიში), ოძეკის რანგში 7 ბაშოზე უასპარეზეია, მოგებული აქვს იმპერატორის თასი (2018) და რამდენიმე სხვა პრიზი.  

კომენტარები

ბოლო ამბები