Thumbnail

უმცროსი ბორჯღალოსნები საფრანგეთთან მე-5 ადგილისთვის იბრძოლებენ

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 📅 12 ივლისი | ⌚ 17:00 | 🏟 ტრევიზო | 🏉 საქართველო V საფრანგეთი | 📺 რაგბი TV
  • საქართველოს 20-წლამდე ნაკრებს 6 ერის ზაფხულის სერიების ბოლო მატჩი ელის

უმცროსი ბორჯღალოსნები 20-წლამდელთა ზაფხულის სერიების დასკვნით შეხვედრას ხვალ, 12 ივლისს (თბილისის დროით 17:00 საათიდან) ჩაატარებენ. ქართველი მორაგბეების მეტოქე საფრანგეთის ნაკრების იქნება და ამ წყვილში გამარჯვებული პრესტიჟულ ტურნირზე მე-5 ადგილს დაიკავებს. 

შეგახსენებთ, რომ უმცროსმა ბორჯღალოსნებმა პირველი თამაში მასპინძელ იტალიასთან 19:36 დათმეს, მერე უელსთან ნუგეშის ქულა აიღეს – 24:30, ბოლოს კი შოტლანდიას ბონუსით, 55:17 მოუგეს. თავის მხრივ, ფრანგებმა ჯგუფურ ეტაპზე ირლანდიას 42:21 მოუგეს, ინგლისთან – 20:29, ხოლო სამხრეთ აფრიკასთან 27:42 დამარცხდნენ და ასევე მესამე ადგილზე გავიდნენ.

ბოლო მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრების უკანა ხაზში მხოლოდ ერთი ცვლილებაა: ფრთაზე თამაშს ლუკა სახელაშვილი იწყებს. შეიცვალა მარცხენა ბურჯი და კვაჭი – ფრანგების წინააღმდეგ ლეგიონერები სერგი აბრამიშვილი და ნიკა სუთიძე ითამაშებენ. მეორე ხაზში გუნდის კაპიტან ალექსანდრე ბურდულს პაატა გალდავა შეუწყვილდება, სხვა პოზიციებზე კი ცვლილებები არ არის.

საქართველო საფრანგეთთან

15. საბა ლიპარტელიანი (ლელო), 14. შალვა აფციაური (ლელო), 13. თორნიკე კახოიძე (ლელო), 12. იოანე მეტრეველი (ლელო), 11. ლუკა სახელაშვილი (ლოკომოტივი), 10. პეტრე ხუციშვილი (ლელო), 9. დავით ხუროშვილი (ლელო); 1. სერგი აბრამიშვილი (სტად ფრანსე, საფრანგეთი), 2. ნიკა სუთიძე (ლა როშელი, საფრანგეთი), 3. ალექსანდრე ქუნთელია (ლა როშელი, საფრანგეთი), 4. ალექსანდრე ბურდული (ნარბონი, საფრანგეთი, კაპ.), 5. პაატა გალდავა (აია), 6. ლაშა ციხისთავი (ლელო), 7. რატი ზაზაძე (არმაზი), 8. ბექა შვანგირაძე (ორიაკი, საფრანგეთი).

სათადარიგოები: 16. ნიკოლოზ ბაბუნაშვილი (ლელო), 17. გიორგი მამაიაშვილი (ლელო), 18. ბადრი ციხისთავი (ლელო), 19. გიორგი კერვალიშვილი (ლოკომოტივი), 20. გიგი ქურხული (ვეფხვები); 21. კოტე იაშვილი (აკადემია), 22. მატის მოდებაძე (მონპელიე, საფრანგეთი), 23. გიორგი ჩიქოვანი (ლელო), 24. ბექა გელხვიძე (ლელო), 25. თორნიკე ბაიხოიძე (ხვამლი), 26. ვიტალი ირემაძე (ბათუმი).

კომენტარები

ბოლო ამბები