Thumbnail
  • ლუჩანო სპალეტიმ გულშემატკივრის მიერ კვარაცხელიაზე დასმულ შეკითხვას უპასუხა
  • ნაპოლი სეზონისთვის მზადებას აგრძელებს და ორმხრივ თამაშში ხვიჩამ გოლი გაიტანა
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

ნაპოლი ახალი სეზონისთვის დიმაროში აქტიურად ემზადება და ხვიჩა კვარაცხელიაც გუნდთან ერთადაა. მორიგი საწვრთნელი პროცესის დღის ბოლოს ნეაპოლელთა მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი და ფეხბურთელები, ამირ რაჰმანი და ჯოვანი დი ლორენცო სპეციალურად მოწყობილ პრესკონფერენციაზე გულშემატკივრებს შეხვდნენ და მათ შეკითხვებს უპასუხეს.

ერთი კითხვა ხვიჩა კვარაცხელიას და ნაპოლის მეორე ახალწვეულ მატიას ოლივერას შეეხებოდა. უფრო კონკრეტულად კი, გულშემატკივარმა სპალეტის ჰკითხა, რამდენი დრო დასჭირდებათ მათ გუნდთან მოსარგებად. იტალიელმა სპეციალისტმა თქვა, რომ ისინი საამისოდ უკვე მზად არიან:

"მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდები არიან, ასეთი დონის ფეხბურთელებს ნიჭი და გუნდის განკარგულებაში ყოფნისთვის ბუნებრივი გამოცდილება აქვთ, შესაბამისად, მზად არიან გუნდს დაუყოვნებლივ მოერგონ", - აღნიშნა სპალეტიმ.

დი ლორენცომ, სპალეტიმ და რაჰმანიმ ფანებს უპასუხეს

სხვათა შორის, ნაპოლის დღევანდელ ვარჯიშზე ორმხრივ თამაშში კვარაცხელიამ გოლის გატანა მოახერხა და ტექნიკური თვისებებიც არაერთხელ წარმოაჩინა. აღვნიშნოთ ისიც, რომ ვარჯიშზე ორმხრივი თამაში "ყვითლების" გამარჯვებით დასრულდა, რომლის რიგებში ხვიჩაც იყო და გამარჯვებული გუნდის ფოტო იტალიური კლუბის სოციალურ ქსელშიც გამოაქვეყნეს.

ნაპოლი დიმაროში 19 ივლისამდე დარჩება, სადაც 2 ამხანაგური მატჩიც აქვს დაგეგმილი - სამოყვარულო კლუბ ანაუნისთან (14 ივლისი) და სერია B-ს ბინადარ პერუჯასთან (17 ივლისი).

კომენტარები

ბოლო ამბები