Thumbnail

გორგოძე და კალაშნიკოვა ბუდაპეშტის ტურნირის ნახევარფინალში ითამაშებენ

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • გორგოძე/კალაშნიკოვა 7:5, 6:3 ალვესი/ლი
  • ქართულმა წყვილმა Hungarian Grand Prix-ზე 2 გამარჯვება იზეიმა

ქართველი ჩოგბურთელების ეკატერინე გორგოძისა და ოქსანა კალაშნიკოვას წყვილი ნახევარფინალში გავიდა უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე, რომლის საპრიზო ფონდიც 203 024 ევროა.

გორგოძე და კალაშნიკოვა Hungarian Grand Prix-ში მე-4 განთესვით ჩაებნენ და პირველ წრეში უნგრელები რეკა ლუკა იანი და ადრიენ ნაგი 6:3, 6:2 დაამარცხეს, მეოთხედფინალში კი ბრაზილიელ კაროლინა ალვესსა და რუმინელ გაბრიელა ლის მოუგეს – 7:5, 6:3.

თუ რომელი ჩოგბურთელები იქნებიან ქართველების მეტოქეები ნახევარფინალში, ხვალ გაირკვევა, როდესაც გერმანელი ზიგემუნდი და ჩინელი ჟანგი ტაივანელ ჰსიესა და ინდონეზიელ რომპიეს შეხვდებიან.

ცნობისთვის, ერთეულთა ტურნირის ძირითად ბადეში გორგოძე სწორედ ხსენებულ შუაი ჟანგს შეხვდა და 5:7, 1:6 წააგო. საკვალიფიკაციო ბადეში ითამაშა სოფია შაფათავამ, რომელმაც ფინელი ანასტასია კულიკოვას ბარიერი დასძლია, ამერიკელ ბერნარდა პერასთან კი 1:6, 2:6 დამარცხდა.

კომენტარები

ბოლო ამბები