Thumbnail

მსოფლიოს მეორე ჩოგანი დამარცხებულია! გორგოძე-კალაშნიკოვა ბუდაპეშტის ფინალში

ტონიო კრიოგერი პროფილის ფოტო
ტონიო კრიოგერი
  • გორგოძე/კალაშნიკოვა 6:4, 6:4 ჟანი/ზიგმუნდი
  • ქართველმა გოგონებმა ბრწყინვალე მატჩი ჩაატარეს

ქართველი ჩოგბურთელები ეკო გორგოძე და ოკსანა კალაშინიკოვა ბუდაპეშტის 250-იანი კატეგორიის ტურნირის ფინალში გავიდნენ. ტურნირის მეოთხე ნომრად განთესილმა ქართველმა გოგონებმა ნახევარფინალში პირველ ნომრად განთესილი შუაი ჟანისა და ლორა ზიგმუნდის წყვილი ორ სეტში დაამარცხეს - 6:4, 6:4. 

აღსანიშნავია, რომ ჟანი წყვილებში მსოფლიოს მეორე ჩოგანია და გასულ კვირაში უიმბლდონის ფინალში ითამაშა. ჩინელს გრანდს სლემი ორჯერ აქვს მოგებული, მის გერმანელ მეწყვილეს კი ერთხელ. აღსანიშნავია, რომ ჟანმა ეკოს უნგრეთის შეჯიბრების ერთეულთა თანრიგის პირველ წრეში აჯობა. მოწინააღმდეგეების დონის გათვალისწინებით, ქართველმა გოგონებმა ძალიან მაგარი მატჩი მოიგეს და ტურნირის უდიდესი სენსაციაც დააფიქსირეს. 

ეკომ და ოკსანამ ბუდაპეშტის ტურნირზე 3 შეხვედრა გამართეს და სამივეში სეტის წაუგებლად გაიმარჯვეს. თუ ვის დაუპირისპირდება ქართველი წყვილი ფინალში, ხვალ შუადღით გაირკვევა. გორგოძემ 250-იანი ტურნირი ერთხელ უკვე მოიგო - ეკომ შარშან ტრანსილვანია ოფენზე გაიმარჯვა.

კომენტარები

ბოლო ამბები