Thumbnail

'მინდა, აქ ყველაფერი მოვიგო' - გნაბრიმ ბაიერნში დარჩენა გადაწყვიტა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • სერჟ გნაბრიმ მიუნხენის ბაიერნთან კონტრაქტი 3 წლით გაახანგრძლივა
  • მხარეებს შორის მოლაპარაკებები დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა

მიუნხენის ბაიერნმა სერჟ გნაბრისთან ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ შეთანხმებას მიაღწია და გერმანელი ფეხბურთელი "ალიანს არენაზე" დარჩება.

გნაბრიმ ბაიერნთან კონტრაქტი, რომელიც გაისად ეწურებოდა, 3 წლით განაახლა და შესაბამისად, "რეკორდმაისტერის" ღირსებას 2026 წლის ზაფხულამდე დაიცავს.

"ბევრი ვიფიქრე, რა მინდოდა, როგორც ფეხბურთელს, მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში და მივედი დასკვნამდე: მინდა დავრჩე ბაიერნში, ისევ აქ მოვიგო ყველაფერი და უპირველეს ყოვლისა, ჩემპიონთა ლიგა", - თქვა გნაბრიმ.

გნაბრიმ ბაიერნის მაისურით 171 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 64 გოლი გაიტანა. მან ოთხჯერ მოიგო გერმანიის ჩემპიონატი, ორჯერ თასი, სამჯერ სუპერთასი და თითოჯერ ჩემპიონთა ლიგა, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი და ევროპის სუპერთასი. გერმანიის ნაკრებში 34 მატჩში (20 გოლი) ითამაშა.

გერმანელი შემტევი მანამდე ვესტ ბრომვიჩში, ჰოფენჰაიმში, ვერდერსა და არსენალში თამაშობდა.

კომენტარები

ბოლო ამბები