Thumbnail

დიდი სენსაცია - ჩილემ ამერიკას მოუგო და მსოფლიო თასზე ითამაშებს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • აშშ 29:31 ჩილე
  • ჩილეს ნაკრები მსოფლიო თასზე პირველად ითამაშებს

ჩილეს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ამერიკის მორაგბეთა ნაკრებს მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი მძიმე ბრძოლაში მოუგო და ისტორიაში პირველად ყველაზე დიდი სარაგბო ტურნირის საგზური მოიპოვა. ამერიკელებმა პირველ მატჩი სტუმრად 22:21 მოიგეს და საკუთარ მოედანზე გასამართ შეხვედრას ერთქულიანი უპირატესობით შეხვდნენ.

მასპინძლებს მსოფლიო თასზე გასვლის ბრწყინვალე შანსი ჰქონდათ. მატჩის დასრულებამდე 20 წუთით ადრე, ისინი 29:21-ს იგებდნენ, თუმცა ჩილელებმა ჯერ ლელო დადეს, რომელიც გარდასახეს, რის შემდეგაც სანტიაგო ვიდელამ ჯარიმაც გაიტანა და ანგარიში 31:29 გახადა.

ჩილემ ორი მატჩის ჯამში 52:51 მოიგო და მსოფლიო თასზე ისტორიაში პირველად იასპარეზებს. ჩილეს ნაკრების მეტოქეები D ჯგუფში ინგლისი, არგენტინა, იაპონია და სამოა არიან. რაც შეეხება ამერიკას, მათი მეტოქე რეპეშაჟში პორტუგალიის ნაკრები იქნება. საქართველოს ნაკრების ჯგუფში მოხვედრის შანსი პორტუგალიას, ამერიკას, კენიას, ტონგასა და ჰონგ კონგს შორის გამარჯვებულს ექნება.

კომენტარები

ბოლო ამბები