Thumbnail

პეტრიაშვილის ოქროს მედალი ტუნისში - გამარჯვება სარეიტინგო ტურნირზე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • გენო პეტრიაშვილმა აფრიკულ ტურნირზე დამაჯერებლად იმარჯვა
  • ფინალში ამერიკელი ჰეიდენ ნიკოლას ზილმერი 8:4 დაამარცხა

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი გენო პეტრიაშვილი (125 კგ.) ტუნისში გამართული სარეიტინგო ტურნირის გამარჯვებული გახდა.

პეტრიაშვილი აფრიკულ შეჯიბრზე ფავორიტის რანგში ჩავიდა, ტურნირის აფიშაზეც იყო გამოსახული და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასვლაც მოახერხა.

გენომ წრიულად გამართული შეჯიბრის საწყის რაუნდებში ინდოელი მოჰიტ მოჰიტი (10:0) და ამერიკელი ჰეიდენ ნიკოლას ზილმერი (8:2) დაამარცხა, ნახევარფინალში ყაზახ იუსუპ ბატირმურზაევს 12:2 სძლია, ფინალში კი კიდევ ერთხელ გადაეყარა ხსენებულ ზილმერს და ამჯერად, 8:4 მოუგო.

გენო პეტრიაშვილ ტუნისის სარეიტინგო ტურნირის ჩემპიონია! გადამწყვეტი გამარჯვება

Posted by GeoWrestling - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია on Saturday, July 16, 2022

კომენტარები

ბოლო ამბები