Thumbnail

ჩოგბურთი | გორგოძემ და კალაშნიკოვამ ბუდაპეშტის ტურნირი მოიგეს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • გორგოძე/კალაშნიკოვა 1:6, 6:4, 10:6 პიტერი/ციმერმანი
  • ქართულმა წყვილმა პირველი სეტის წაგების მიუხედავად იმარჯვა

ქართველი ჩოგბურთელების ეკატერინე გორგოძისა და ოქსანა კალაშნიკოვას წყვილი უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გამართული საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 203 024 ევრო) გამარჯვებული გახდა.

გორგოძე და კალაშნიკოვა Hungarian Grand Prix-ს ფინალში პოლონელ კატარჟინა პიტერსა და ბელგიელ კიმბერლი ციმერმანს გაეჯიბრნენ და მართალია, პირველი სეტი დათმეს, საბოლოოდ, 1:6, 6:4, 10:6 მოიგეს.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ჩოგბურთელებმა საწყის რაუნდში უნგრელები რეკა ლუკა იანი და ადრიენ ნაგი 6:3, 6:2 დაამარცხეს, შემდეგ ბრაზილიელ კაროლინა ალვესსა და რუმინელ გაბრიელა ლის სძლიეს – 7:5, 6:3, ნახევარფინალში კი პირველ ნომრად განთესილ ჩინურ-გერმანულ წყვილს (შუაი ჟანი-ლაურა ზიგემუნდი) აჯობეს – 6:4, 6:4.

ცნობისთვის, გორგოძემ WTA-ს რანგის ტურნირი კარიერაში მეორედ მოიგო, კალაშნიკოვამ კი - მეხუთედ.

კომენტარები

ბოლო ამბები