Thumbnail
  • ხვიჩა კვარაცხელიამ ანგარიში უკვე მე-5 წუთზე გახსნა
  • მალევე ის უხეშად შეაჩერეს და მეტოქემ ყვითელი ბარათი მიიღო

ხვიჩა კვარაცხელიამ მე-2 მატჩი ჩაატარა იტალიური ნაპოლის მაისურით და ამჯერადაც გაიტანა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ლიდერმა სამოყვარულო კლუნ ანაუნუსთან დუბლი და საგოლე პასი მიითვალა, დღეს კი, თავი პერუჯასთან გამოიჩინა, რომელიც სერია B-ში თამაშობს და ცხადია, უფრო სერიოზული დონეა.

კვარაცხელია ისევ სასტარტო შემადგენლობაში იყო და გოლი უკვე მე-5 წუთზე გაიტანა, როდესაც ბურთი მეტოქის საჯარიმოს მისადგომებთან მიიღო, ვიქტორ ოსიმჰენთან კედელი გაითამაშა და მეკარეს შორეულ დაბალ კუთხეში დაურტყა.

ხვიჩა გოლის მერეც აქტიურობდა და საფირმო დრიბლინგი რამდენჯერმე სცადა. ერთ შემთხვევაში ის უხეშად შეაჩერეს და მეტოქემ ყვითელი ბარათი მიიღო. ნაპოლიმ შესვენებამდე ერთიც გაიტანა, მე-2 ტაიმში კი უკვე სხვა შემადგენლობა გამოვიდა და თამაში 4:1 მორჩა.

ნაპოლის კიდევ 4 ტესტ-მატჩი აქვს დაგეგმილი: ადანა დემირსპორთან (27 ივლისი), მალიორკასთან (31 ივლისი), ჟირონასთან (3 აგვისტო) და ესპანიოლთან (6 აგვისტო). სერია ა-ს პირველი ტური 14 აგვისტოს გაიმართება და კვარაცხელიას კლუბი სტუმრად ვერონას შეხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები