Thumbnail

მიუხედავად იმისა, რომ იტალიაში საფეხბურთო სეზონი ჯერ არ დაწყებულა, გასულ უიკენდზე ყურადღების ცენტრში ისევ ხვიჩა კავარაცხელია იყო. საქართველოს ნაკრების ლიდერმა ნაპოლიში მეორე ტესტ-მატჩი ჩაატარა და ამჯერად პერუჯას გაუტანა. ჩოგბურთელებმა ეკო გორგოძემ და ოქსანა კალაშნიკოვამ ბუდაპეშტის ტურნირი ტრიუმფით დაასრულეს, ძიუდოისტებმა კი ზაგრების გრანპრიზე 5 მედალი აიღეს (მხოლოდ 1 ოქრო). შაბათ-კვირის მნიშვნელოვანი ამბები ტრადიციულ "ორშაბათის საკითხავში".

1. ფეხბურთი | რაც წერს იტალიური მედია კვარაცხელიაზე

ხვიჩა კვარაცხელია იტალიური ნაპოლის მაისურით ჩატარებულ მე-2 მოსამზადებელ მატჩშიც გამორჩეული იყო და სერია B-ს ბინადარ პერუჯას უკვე მე-5 წუთზე გაუტანა. ხვიჩას მონაგარი ასეთია: 3 გოლი და საგოლე პასი ორ შეხვედრაში. გასაკვირი არაა, რომ ნეაპოლელი ტიფოზები ქართველი ახალწვეულით კმაყოფილები არიან. ხვიჩას იტალიურ მედიაშიც კარგი გამოხმაურება აქვს.

📋 | რაც წერენ იტალიელები - ვრცლად წაიკითხე აქ

2. ჩოგბურთი | გორგოძე-კალაშნიკოვას ტრიუმფი ბუდაპეშტში

ეკატერინე გორგოძისა და ოქსანა კალაშნიკოვას წყვილი უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გამართული საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 203 024 ევრო) გამარჯვებული გახდა. გორგოძე და კალაშნიკოვა უნგრეთის გრანპრის ფინალში პოლონელ კატარჟინა პიტერსა და ბელგიელ კიმბერლი ციმერმანს გაეჯიბრნენ და მართალია, პირველი სეტი დათმეს, მაგრამ საბოლოოდ, 1:6, 6:4, 10:6 მოიგეს.

📋 | გორგოძის და კალაშნიკოვას გამარჯვებაზე ვრცლად

3. ძიუდო | 5 მედალი ზაგრებიდან

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ძიუდოს გრანპრი დასრულდა. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა 5 მედალი მოიგო: 1 ოქრო, 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო. ბრინჯაოს მედლებს გიორგი სარდალიშვილი (60 კგ) და ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) დაეუფლნენ. ფინალური დაპირისპირებები ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) და ილია სულამანიძემ (100 კგ) დათმეს, ხოლო ოქროს მედალს ბექა ღვინიაშვილი (90 კგ) დაეუფლა, რომელმაც ფინალში ბრაზილიელ რაფაელ მასედოს აჯობა.

📋 | ყველაფერი ზაგრების გრანპრიზე ნახეთ აქ

4. რაგბი | ბორჯღალოსნების უკუსვლა მოგების მიუხედავად

საქართველოს ნაკრებმა ქუთაისის "აია არენაზე" პორტუგალიას ტესტ-მატჩი 23:14 მოუგო. ამის მიუხედავად, ახალ რეიტინგში "ბორჯღალოსნებს" დაქვეითება ელით, რადგან მე-19 პოზიციაზე მყოფ "ლობუშთან" 9-ქულიანმა გამარჯვებამ ლევან მაისაშვილის გუნდს ვერაფერი შემატა, სამაგიეროდ, წყნარი ოკეანის ერთა თასზე სენსაცია მოხდა. ფიჯისა და სამოას შეხვედრა "ჩერჩილ პარკზე", რომელსაც ფავორიტი ფიჯი პირველი ტაიმის შემდეგ 17:3-ს იგებდა, მეორე ტაიმში სხვა სცენარით განვითარდა. საბოლოოდ, სამოამ 23:20 გაიმარჯვა და წყნარი ოკეანის ერთა თასიც მოიგო.

📋 | ვრცლად რეიტინგზე და ბორჯღალოსნებზე წაიკითხეთ აქ

5. ფეხბურთი | ლევანდოვსკის ტრანსფერი ბარსაში

რობერტ ლევანდოვსკიმ მიზანს მაინც მიაღწია და ბარსელონაში მიდის. ბარსამ და ბაიერნმა ოფიციალურად დაადასტურეს, რომ ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწიეს. "ბაიერნში დიდებული 8 წელი გავატარე, ეს ფანტასტიკური თავგადასავალი არასოდეს დამავიწყდება. ბარსელონას ტურნეს შემდეგ დავბრუნდები, რათა სათანადოდ დავემშვიდობო ყველა ადამიანს, ვინც კლუბში მუშაობს", - უთხრა პოლონელმა გერმანულ Sky Sport-ს.

📋 | ზაფხულის ერთ-ერთ მთავარ ტრანსფერზე წაიკითხეთ აქ

კომენტარები

ბოლო ამბები