Thumbnail

ტრანსფერი | არც ინტერი და არც ნაპოლი - პაულო დიბალა რომში მიდის

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • პაულო დიბალასა და რომას შორის შეთანხმება შედგა
  • არგენტინელი 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

პაულო დიბალამ რომას შეთავაზება მიიღო და სულ მალე "ჯალოროსის" ფეხბურთელი გახდება.

იტალიური გამოცემები, მათ შორის Sky Sport და ცნობილი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო იტყობინებიან, რომ არგენტინელმა ფეხბურთელმა იტალიის დედაქალაქში გადასვლაზე თანხმობა განაცხადა. ამგვარად, La Joya ახალი სეზონიდან რომასთვის შეუტევს.

დიბალა რომასთან 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და სეზონში ბონუსების ჩათვლით მისი ხელფასი 6 მილიონი ევრო იქნება. რომაელებმა ნაპოლისა და მილანის ინტერის კონკურენცია დაძლიეს. დი მარციო გვამცნობს, რომ დიბალამ ტურინი უკვე დატოვა და პორტუგალიაში გაფრინდა, სადაც იტალიური კლუბია დაბინავებული და სამედიცინო შემოწმებას იქ გაივლის. როგორც იტალიური პრესა წერს, გადამწყვეტი ჟოზე მოურინიოსთან დიალოგი იყო, რომელმაც პაულო დაარწმუნა და მას თავისი პროექტის მთავარ ფიგურად მოიაზრებს.

დიბალა გუშინ ტურინში იყო და დროს იუვენტუსის ფეხბურთელებთან ატარებდა

ჯერ კიდევ მარტში გადაწყდა, რომ 28 წლის არგენტინელს იუვენტუსი კონტრაქტს არ გაუხანგრძლივებდა, რომელიც 30 ივნისს ამოიწურა. მიუხედავად ამისა, პაულომ ახალი კლუბი ამ დრომდე ვერ იპოვა და საბოლოოდ, რომას შეთავაზებას დათანხმდა.

დიბალას კარიერაში რომა მესამე იტალიური გუნდი იქნება. აპენინის ნახევარკუნძულზე ის 2012 წელს გამოჩნდა, როდესაც სიცილიურ პალერმოში ჩაირიცხა, ხოლო 2015 წელს იუვენტუსმა შეიძინა. ტურინულ გრანდში მან 7 სეზონის განმავლობაში 293 მატჩში 115 გოლი გაიტანა.

კომენტარები

ბოლო ამბები