Thumbnail
  • ოთხი ტურის შემდეგ სანდრო მამუკელაშვილი ტურნირის MVP-ის კანდიდატი იყო
  • ქართველმა ფორვარდმა მხოლოდ ბოლო მატჩი ჩააგდო

ლას ვეგასში დასრულდა NBA-ს საზაფხულო ლიგა, რომლის გამარჯვებული გახდა პორტლენდი. ფინალში ბლეიზერსმა ნიუ იორკ ნიკსი 85:77 დაამარცხა. ტრენდონ უოტფორდი 19 ქულით ფინალის MVP გახდა. 

საზაფხულო ლიგაზე ითამაშა მილუოკი ბაქსის ფორვარდმა სანდრო მამუკელაშვილმა, რომელიც ბოლო თამაშს თუ არ ჩავთვლით, ბრწყინვალე იყო. ამერიკულმა მედიამ ის ლინდელ ვიგინტონთან ერთად მილუოკის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა საზაფხულო ლიგაზე. "მამუკელაშვილი ნამდვილი მონსტრი იყო, როგორც დაცვაში, ისე შეტევაში. მან დაამტკიცა, რომ ბაქსის როტაციაში ადგილი ეკუთვნის", - წერს sportingnews.com. 

რომ არა ჩავარდნა ტორონტოსთან (3 ქულა, 9 მოხსნა, 1 პასი), სანდრო ტურნირის MVP-ის ერთ-ერთი რეალური კანდიდატი იყო, ოთხი მატჩის შემდეგ მამუკელაშვილი სიაში მე-4 პოზიციაზე იყო. შეგახსენებთ, რომ ბაქსმა 5 მატჩი გამართა, რომელთაგანც 3 მოიგო. 

სანდრო მამუკელაშვილმა საზაფხულო ლიგის ხუთივე მატჩი ითამაშა. ის საშუალოდ 27.9 წუთს ატარებდა მოედანზე. სტატისტიკა: 17.0 ქულა, 8.8 მოხსნა, 2.4 პასი, 1.4 ჩაჭრა, 1.0 დაფარება.

სხვათა შორის, გოლდენ სტეიტის რიგებში ითამაშა ისრაელის წარმომადგენელმა გაბრიელ ჩაჩაშვილმა, რომელიც საშუალოდ 3.0 ქულას, 3.7 მოხსნა და 1.7 დაფარებას აკეთებდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები