Thumbnail

'კარმინე ან დომენიკო რომ დავუძახოთ?' - ნეაპოლში ხვიჩას სახელს განიხილავენ

ტონიო კროგერი პროფილის ფოტო
ტონიო კროგერი
  • ხვიჩა კვარაცხელიამ ნაპოლიში თამაში ბრწყინვალედ დაიწყო
  • იტალიელები კი ქართველისთვის ახალი სახელის მოფიქრებას ცდილობენ
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

ნაპოლიმ ამხანაგურ შეხვედრაში პერუჯას 4:1 მოუგო, ნეაპოლიტანელების ქართველმა ახალწვეულმა ხვიჩა კვარაცხელიამ კი მატჩში ანგარიში ლამაზი დარტყმით გახსნა, მისი სახელისა და გვარის წარმოთქმა კი სკაიზე ნაპოლის კომენტატორ კარლო ალვინოს კიდევ ერთხელ მოუხდა, რის შემდეგაც ხუმრობებმა არ დააყოვნეს. 

სხვა გამოხმაურებებთან ერთად ხვიჩას გოლის შემდეგ იტალიელმა ჟურნალისტმა ანა ტრიესტემ ალვინო მონიშნა და დაწერა: "ხომ იცი როგორ მიყვარხარ, მაგრამ ყოველ ჯერზე, როცა ხვიჩა კვარაცხელიას ამბობ, ცუდად მხდი! არ შეგიძლია კვარაცხელიას რაიმე სხვა სახელი მოუძებნო? მაგალითად, ლელო?"

ტრიესტეს ტვიტს ნაპოლის ფანების კომენტარებიც მოჰყვა, რომლებმაც ჟურნალისტს ნეაპოლიტანური სახელები შესთავაზეს. 

"მე მგონი, ის უკვე მონათლეს და მეტსახელიც მისცეს: “ძიძი”! მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ისეთი ნეაპოლიტანური სახელი შევურჩიოთ, როგორებიცაა: კარმინე, ვინჩენცო, დომენიკო, რაფაელი."

ბოლოს კი ანამ კალვინოს შემოთავაზებულ ჩიკოსა და სხვა ვარიანტებზე მოკლედ დაწერა: "ამჯერად 'კვარას' დავუძახებ. დრო გვაჩვენებს, ნეაპოლიტანურ სახელს თუ ‘იმსახურებს’! ისე კი რაფაელი ძალიან მომწონს."

ხვიჩამ ნაპოლის რიგებში 2 ამხანაგური მატჩი ჩაატარა, მოედანზე ჯამში 90 წუთი გაატარა, 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა. მომდევნო თამაშს ნაპოლი 27 ივლისს თურქეთის სუპერლიგის გუნდ ადანა დემირსპორის წინააღმდეგ გამართავს. 

კომენტარები

ბოლო ამბები