Thumbnail
  • დორტმუნდი 1:3 ვალენსია
  • ვალენსიამ ავსტრიულ ალტახში პირველი წინასასეზონო მატჩი გამართა

გიორგი მამარდაშვილის ვალენსია ლა ლიგის ახალი სეზონისთვის ემზადება. ჯენარო გატუზოს გუნდმა ავსტრიულ ალტახში პირველი ტესტმატჩი გამართა და დორტმუნდს 3:1 მოუგო. შეხვედრას 10 ათასამდე მაყურებელი დაესწრო.

გიორგი მამარდაშვილმა ნომერი შეიცვალა, თუ ის წინა სეზონში 28-ნომრიანი მაისურით თამაშობდა, ახლა 26 ნომერია. რაც მთავარია, როგორც ჩანს, იტალიელი სპეციალისტიც ახალგაზრდა ქართველ გოლკიპერს მოიაზრებს ვალენსიას სასტარტო მეკარედ - დორტმუნდთან სწორედ გიორგი იდგა კარში, რომელიც 62-ე წუთზე იასპერ სილესენმა შეცვალა. 

გიორგი მამარდაშვილს თამაშიდან გოლი არ გაუშვია

ნიდერლანდელს ფაქტობრივად საქმე არც ჰქონია, დორტმუნდის 6 ზუსტი დარტყმიდან 5 იმ დროზე მოდის, როცა კარში ქართველი მეკარე იდგა და ის ძალზე დამაჯერებელი იყო. მამარდაშვილმა გოლი 51-ე წუთზე გაუშვა, როცა დორტმუნდელთა კაპიტანმა მარკო როისმა პენალტი შეასრულა. თამაშიდან მამარდაშვილმა ყველა ბურთი მოიგერია, არც ტორგან აზარს გაატანინა, არც კარიმ ადეიემის და არც იუსუფა მუკოკოს. როცა გიორგის ცვლიდნენ, გატუზო მას მიესალმა, იტალიელს ეტყობოდა, რომ ქართველის თამაშით კმაყოფილი დარჩა.

ვალენსიას რიგებში საუკეთესო გუნდის ლიდერი, პორტუგალიელი გონსალო გედეში იყო, რომელმაც დუბლი შეასრულა. განსაკუთრებით ლამაზი იყო გედეშის მეორე გოლი 62-ე წუთზე. 

დორტმუნდი 1:3 ვალენსია

გოლები: 0:1 გედეში (40), 1:1 როისი (51-პენალტი), 1:2 მარკოს ანდრე (58), 1:3 გედეში (62)

ვალენსია (სასტარტო): მამარდაშვილი - კორეია, მოსკერა, გაბრიელ პაულისტა, გაია - გილამონი, მუსა - კასტილიეხო, სოლერი, გედეში - მარკოს ანდრე

კომენტარები

ბოლო ამბები