Thumbnail

პეტრიაშვილები ტრადიციას აგრძელებენ - გენოს ძმაც ევროპის ჩემპიონი გახდა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში დასრულებულ ევროპის 15-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებმა 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და გუნდური პირველობა არავის დაუთმეს.

ტურნირზე ტრიუმფალურად გამოვიდა კონსტანტინე პეტრიაშვილი (68 კგ.), რომელიც მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონისა და ოლიმპიური თამაშების ორგზის პრიზიორის გენო პეტრიაშვილის უმცროსი ძმაა.

გენო პეტრიაშვილის უმცროსი ძმა, კონსტანტინე პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონია! 15 წლამდელ მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატის ფინალში პეტრიაშვილმა უნგრელი მარკ მატიას ლაპოსა დაამარცხა

Posted by GeoWrestling - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია on Monday, July 18, 2022


14 წლის კონსტანტინემ ქულები ტურნირზე ჩატარებული 5 ორთაბრძოლიდან მხოლოდ ერთში გაუშვა და მეტოქეებს საერთო ჯამში 46:4 (!) აჯობა. ჭაბუკ ფალავანს პრობლემები არც ფინალში ჰქონია, სადაც უნგრელი მარკ ლაპოსა 10:0 გაანადგურა.

კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა ლუკა კვატაშიძეც (75 კგ.), რომელმაც გადამწყვეტ ორთაბრძოლაში სომეხ საჰაკ ჰოვანისიანს საქმე ასევე ვადაზე ადრე მოუმთავრა – 10:0. კვატაშიძეს ევროპის ჩემპიონატზე ქულათა ჯამური მონაგარი ასევე შთამბეჭდავი ჰქონდა – 35:2.

ესეც მეორე ოქრო! ლუკა კვატაშიძემ სომეხი საჰაკ ჰოვჰანისიანი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა

Posted by GeoWrestling - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია on Monday, July 18, 2022


ზაგრებში ვერცხლის მედლების მფლობელები გახდნენ გიორგი ცურიაშვილი (38 კგ.) და დავით პაპუკიშვილი (48 კგ.), ხოლო მათე ცინაძე (41 კგ.), გიორგი მაისურაძე (44 კგ.) და ანრი გოგუაძე (72 კგ.) ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.

გუნდურ ჩათვლაში საქართველოს 15 წლამდე ნაკრებს 153 ქულა მოუგროვდა და პირველ ადგილზე გავიდა. მომდევნო პოზიციები აზერბაიჯანმა (136) და უკრაინამ (133) გაინაწილეს.

კომენტარები

ბოლო ამბები