Thumbnail

"გატუზოს ფილოსოფია ხუთი სახელით - გონსალო გედეში, იუნუს მუსა, სამუ კასტილიეხო, კრისტიან მოსკერა და გიორგი მამარდაშვილი, იმ ვალენსიის ანარეკლია, რომელიც იტალიელს სურს", - ასე იწყება As-ის სტატია, რომელიც ჯენარო გატუზოს ახალი ვალენსიის კონტურების შესახებაა.

"გატუზოს ვალენსიას მწვრთნელობის პირველივე დღეს პატერნაში 4 მეკარე დახვდა: მამარდაშვილი, სილესენი, ხაუმე და რივერო. იტალიელის ფსონი ქართველზე რჩება, რომელიც დორტმუნდის ბორუსიასთან სასტარტოში იყო, საიმედოობით გამოირჩა და გოლი მხოლოდ პენალტით გაუშვა. სილესენმა, რომლის გაყიდვა კლუბს სურს სახელფასო ბიუჯეტის გამოთავისუფლების მიზნით, გერმანელების წინააღმდეგ ასევე ითამაშა, თუმცა ვალენსიაში ის სეზონს სათადარიგო როლში იწყებს, რომელიც ტრავმის შემდეგ გასულ სეზონშიც ჰქონდა. მამარდაშვილს კი ფეხით თამაში ჯერ კიდევ გასაუმჯობესებელი აქვს, რადგან გატუზოს თამაშის კონცეფცია გულისხმობს, რომ მეკარე ზოგჯერ თითქმის ლიბეროა", - წერს გამოცემა.

მამარდაშვილმა დორტმუნდთან მაღალ დონეზე ითამაშა

შეგახსენებთ, რომ ვალენსიამ პრესეზონის ფარგლებში პირველი მატჩი დორტმუნდის ბორუსიასთან ჩაატარა და 3:1 მოიგო. მამარდაშვილმა მოედანზე 62 წუთი გაატარა, 5 "სეივი" მიითვალა და გოლი მხოლოდ პენალტით გაუშვა.

ვალენსია მოსამზადებელ ეტაპზე კიდევ რამდენიმე ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს, უახლოეს კი 20 ივლისს, შვეიცარიული სენტ გალენის წინააღმდეგ.

კომენტარები

ბოლო ამბები