Thumbnail
  • პსჟ-ს ნეიმარის გაყიდვა უნდა, თუმცა ვერ ახერხებს
  • ხოსეპ გვარდიოლამ ბრაზილიელზე კომენტარი გააკეთა
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

გუშინ, Le Parisien-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად პარი სენ-ჟერმენი მზად იყო, ნეიმარი ბერნარდო სილვაში გაეცვალა და ამისთვის მანჩესტერ სიტისთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა.

ნეიმარის სიტიში შესაძლო ტრანსფერი ინგლისური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ უარყო. პეპმა განაცხადა, რომ მიუხედავად ბრაზილიელის შესაძლებლობებისა, სიტიში მის ტრანსფერზე გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

ნეიმარის სიტიში ტრანსფერი არ გამოდის

"ძალიან ვწუხვარ Le Parisien-ის გამო, მაგრამ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ნეიმარი შესანიშნავი ფეხბურთელია და ჩემი ინფორმაციით, კარგი ადამიანიც. ასე რომ, დაანებეთ თავი, მიეცით შანსი, გამოავლინოს თავისი უდიდესი ნიჭი ლიონელ მესისთან და ყველა იმ დიდი ვარსკვლავის გვერდით, ვინც პარიზში ჰყავს. ჭორებს თუ დავუჯერებთ, მანჩესტერ სიტი ყოველ ზაფხულს 150 ფეხბურთელს ყიდულობს. ისე ჩანს, თითქოს ყველა ფეხბურთელი გვაინტერესებს, თუმცა თქვენ იცით, რომ ეს ასე არ არის", - განაცხადა გვარდიოლამ. 

შეგახსენებთ, რომ პსჟ-ს ბრაზილიელი შემტევის გაყიდვა სურს და იგი ტრანსფერზეც დააყენა. თუმცა სამხრეთამერიკელის ასტრონომიული ხელფასისა და მაღალი სატრანსფერო ფასის გამო პარიზულ გუნდს მისი გაყიდვა უჭირს და თანახმაა, სხვა ფეხბურთელში გაცვალოს.

კომენტარები

ბოლო ამბები