Thumbnail

უეფას კონფერენსლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში საქართველოს ჩემპიონი დინამო ბათუმი პოზნანში, პოლონეთის ჩემპიონ ლეხს დაუპირისპირდება.

მატჩამდე ბათუმელთა მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ პრესკონფერენცია გამართა. 

გია გეგუჩაძე (დინამო ბათუმის მთავარი მწვრთნელი):

"საკმაოდ ძლიერ გუნდს ვეთამაშებით. მიუხედავად იმისა, რომ პირველ ეტაპზე ჩვენც და ლეხიც დავმარცხდით, ვფიქრობ, ძალიან რთული თამაში გველოდება. გამომდინარე იქიდან, რომ ლეხი საკმაოდ გამოცდილი და კარგი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული, გუნდურადაც ძალიან კარგად გამოიყურება. ჩემპიონატში განვლილი პერიოდი კარგი არ იყო ლეხისთვის და ალბათ, მეტოქეს რეაბილიტაციაც სურს. პლუს ამას, საკმაოდ დიდი სიცხე და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რთული თამაში იქნება. არ მგონია, რომ ხვალ გადაწყდეს საბოლოო გამსვლელის ბედი. ეს ალბათ ორი თამაშის ჯამში მოხდება".

დინამო ბათუმის ვარჯიში პოზნანის მუნიციპალურ სტადიონზე
📸 | დინამო ბათუმი

შეგახსენებთ, რომ ლეხისა და დინამო ბათუმის მატჩი 21 ივლისს, 20:00 საათზე გაიმართება. ეს გუნდები ზამთარში თურქეთში ამხანაგურ მატჩში შეხვდნენ და მაშინ ქართველებმა ანგარიშით 2:1 მოიგეს. დინამო ბათუმი კონფერენსლიგაზე სლოვანთან მარცხით გადაერთო, ხოლო ლეხმა აზერბაიჯანულ ყარაბაღთან წააგო და საერთოდაც, პოლონეთის ჩემპიონს ბოლო 3 მატჩი წაგებული აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები