Thumbnail
  • ნოვაკ ჯოკოვიჩი აშშ-ის ღია პირველობას გამოტოვებს
  • ვაქცინაციაზე უარის თქმა სერბს ძვირად უჯდება
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

როგორც მოსალოდნელი იყო, ნოვაკ ჯოკოვიჩს აშშ-ის ღია პირველობაზე (29 აგვისტო - 11 სექტემბერი) თამაშის უფლებას არ მისცემენ. მიზეზი, როგორც მიხდვით ის არის, რომ 35 წლის სერბი ჩოგბურთელი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი არ არის.

ნოლემ ცოტა ხნის წინ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ვაქცინაციაზე აზრის შეცვლას არ აპირებს. როგორც იცით, ამის გამო მან წლის პირველი დიდი სლემიც (ავსტრალიის ღია პირველობა) გამოტოვა.

ამერიკის ღია პირველობის ორგანიზატორებმა დაადასტურეს, რომ აშშ-ის კანონმდებლობის მიხედვით იმოქმედებენ - ეს იმას ნიშნავს, რომ აცრის გარეშე აშშ-ის საზღვარს ვერავინ გადაკვეთს.

“ჩვენ ჩოგბურთელებს ვაქცინაციას არ ვთხოვთ, მაგრამ აშშ-ის მთავრობის გადაწყვეტილებას ვეთანხმებით,” - ვკითხულობთ US OPEN-ის ოფიციალურ განცხადებაში.

წელს ავსტრალიის ღია პირველობაც რაფაელ ნადალმა მოიგო (ჯოკოვიჩის არყოფნაში), როლან გაროსზე კი სერბი მეოთხედფინალში დაამარცხა და საფრანგეთის ღია პირველობაც ტრიუმფით დაასრულა. ნადალს უკვე 22 დიდი სლემი აქვს მოგებული. ჯოკოვიჩმა წელს მხოლოდ უიმბლდონი მოიგო და 21 დიდი სლემი აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები