Thumbnail
  • პარიზული კლუბი იაპონიაში ძიუდოისტებს ეწვია
  • კლუბის ფეხბურთელებმა ტედი რინერთან და შოჰეი ონოსთან ისპარინგეს

პარი სენ ჟერმენი იაპონიაშია და ადგილობრივ კლუბებთან ამხანაგურ მატჩებს ატარებს. ფრანგულმა გუნდმა კავასაკი ფრონტალე მესისა და კალიმუენდოს გოლებით 2:1 დაამარცხა. კრისტო გალტიეს გუნდს ურავა რედსთან და გამბა ოსაკასთან მატჩები ელის.

იაპონური ტურნეს დასრულებამდე, პარი სენ ჟერმენის ფეხბურთელები ძიუდოს აკადემიას ესტუმრნენ და ძიუდოს ლეგენდებთან ისპარინგეს. ტედი რინერს, რომელიც იაპონიაშია, მარკინიოსი და ჰაკიმი შეხვდნენ. იაპონური ძიუდოს ლეგენდამ, შოჰეი ონომ ძიუდოს ილეთები კილიან მბაპესა და კეილორ ნავასს ასწავლა, ხოლო 3-გზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ტადაჰირო ნომურამ ასევე მარკინიოსს შეასწავლა ილეთები.

პარი სენ ჟერმენი იაპონური ტურნეს დასრულების შემდეგ საფრანგეთში დაბრუნდება და 31 ივლისს საფრანგეთის სუპერთასის მატჩს ნანტის წინააღმდეგ ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები