Thumbnail
  • რომა ჟორჟინიო ვაინალდუმის ტრანსფერთან ძალიან ახლოსაა
  • 31 წლის ნიდერლანდელი იტალიაში იჯარით გადავა

იტალიური რომა მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე აქტიურად მუშაობს და ახლოსაა ნიდერლანდების ნაკრებისა და პსჟ-ის ნახევარმცველის, ჟორჟინიო ვაინალდუმის ტრანსფერთან.

Goal-ის ცნობით, "ჯალოროსი" ტრანსფერს დამდეგ უქმეებზე დახურავს. რომაელები ნიდერლანდელს იჯარით და გამოსყიდვის უფლებით დაიმატებენ, რომლის ღირებულება დაახლოებით 15 მილიონი ევრო იქნება.

რომას სპორტული დირექტორი ტიაგო პინტო ამჟამად ფეხბურთელის გარემოცვასა და ფრანგულ კლუბთან აქტიურად მუშაობს. ერთადერთი დაბრკოლება ნიდერლანდელის მაღალი ხელფასია (პსჟ-ში სეზონში 9 მილიონი აქვს), თუმცა არაა გამორიცხული, ხელფასის ნახევარი 1 წლის განმავლობაში პარიზელებმა გადაიხადონ, რაც ტრანსფერს კიდევ უფრო რეალურს გახდის.

ჟორჟინიო ვაინალდუმი პარი სენ-ჟერმენს გასულ წელს შეუერთდა და 38 მატჩში 3 გოლი გაიტანა, მაგრამ ფრანგული კლუბის ძირითად შემადგენლობაში თავი ვერ დაიმკვიდრა. მანამდე ის ფეიენოორდში, პსვ ეინდჰოვენში, ნიუკასლ იუნაიტედსა და ლივერპულში თამაშობდა.

შეგახსენებთ, რომ ჟოზე მოურინიოს გუნდმა ცოტა ხნის პაულო დიბალა დაიმატა, მანამდე კი ნემანია მატიჩი.

კომენტარები

ბოლო ამბები