- ევროპოპის YouTube არხის სტუმარი გიორგი ლორია იყო
- ნაკრების მეკარემ სახალისო კითხვებზე გულახდილად გვიპასუხა
“უპასუხე, თუ შეგიძლია” - ეს ევროპოპის YouTube არხზე ყველაზე პოპულარული რუბრიკაა, რომელიც უკვე რამდენიმე საინტერესო და, რაც მთავარია, სახალისო ვიდეოს მოიცავს. სპორტსმენები და სპორტთან დაკავშირებული ცნობილი ადამიანები რუბრიკაში სპეციალურად მათთვის მოფიქრებულ სახალისო კითხვებს პასუხობენ.
ამ რუბრიკის სტუმრები უკვე იყვნენ გიორგი ჯანელიძე, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე, სპორტული ჟურნალისტი და კომენტატორი ტატო ბაციკაძე, ცნობილი რეპერი, PVP Battle-ის გამარჯვებულ G. UNA და საქართველოს კალათბურთის ნაკრების წევრი რატი ანდრონიკაშვილი. ახალ ეპიზოდში, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა, “უპასუხე თუ შეგიძლიას” სტუმარი კიდევ ერთი ფეხბურთელი, ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი ლორიაა და ვფიქრობთ, მისი ვიდეო-ინტერვიუ ერთ-ერთი საუკეთესო გამოვიდა.
ვიდეო, რომელსაც ქვემოთ ნახავთ, გიორგი ლორიას სულ სხვა კუთხით გაგაცნობთ. მაყურებლები კომენტარებში წერენ, რომ ასეთ ლორიას არ იცნობდნენ.
რა შეიცვალა მის ცხოვრებაში მას შემდეგ, რაც გიორგი ქვილითაიამ ელარჯი გაასინჯა; ეთანხმება თუ არა იმას, რომ დინამოს ახალი, პატარა სტადიონი სჭირდება; რისი ან ვისი ბრალია, რომ ლონდონის ჩელსიში ვერ გადავიდა; რატომ თამაშობენ მეკარეები ასაკში უკეთ; რა ფილმებს გვირჩევს და ვინ არის მისი საყვარელი კინოს პერსონაჟი - ამ და სხვა სერიოზულ და არასერიოზულ კითხვებზე ლორიას პასუხებს ვიდეოში ნახავთ.
კომენტარები