Thumbnail
  • ნიკოლას ტალიაფიკო ლიონის ფეხბურთელია
  • არგენტინელი აიაქსში 2018 წლიდან თამაშობდა

ნიკოლას ტალიაფიკომ ამსტერდამის აიაქსი დატოვა და კარიერას ლიონში გააგრძელებს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნიდერლანდურმა კლუბმა გამოაცხადა და არგენტინელ ფეხბურთელს დაემშვიდობა.

"აიაქსმა ნიკოლას ტალიაფიკოსა და ლიონთან შეთანხმებას მიაღწია, მცველის ფრანგულ კლუბში ტრანსფერთან დაკავშირებით. ტალიაფიკოს აიაქსთან კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდე აკავშირებდა", - ვკითხულობთ ამსტერდამული კლუბის განცხადებაში.

ნიკოლას ტალიაფიკოს ტრანსფერი დაადასტურა თავად ლიონმაც. არგენტინელმა მარცხენა განაპირა მცველმა ფრანგულ კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი ლიგა 1-ის გუნდში 2025 წლის ზაფხულამდე დარჩება.

ლიონს არგენტინელის დამატება 4.2 მილიონი ევრო დაუჯდა. 29 წლის ფეხბურთელის გადაბირება სხვადასხვა დროს რამდენიმე ევროპულ გრანდს სურდა, თუმცა მაშინ ნიკო აიაქსში დარჩა, ახლა კი კარიერას საფრანგეთში გააგრძელებს.

ტალიაფიკო ამსტერდამის აიაქსს 2018 წელს, ინდეპენდიენტედან შეუერთდა. ამ ხნის განმავლობაში არგენტინელმა ნიდერლანდურ კლუბთან ერთად 3-ჯერ ერედივიზიე, ხოლო 2-ჯერ ნიდერლანდების თასი მოიგო.

კომენტარები

ბოლო ამბები