Thumbnail

გასული უიკენდის მთავარი ამბავი ქართული სპორტისთვის საქართველოს კალათბურთის ნაკრების შეკრებაა, რომელსაც ილიას ზუროსის გუნდი სლოვენიაში გაივლის. ცნობილი გახდა შემადგენლობა, რომლითაც ნაკრები მოემზადება და უახლოეს მატჩებს გამართავს. გარდა ამისა: საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა იტალიელმა ჟურნალისტმა - მისი ინფორმაციით, ნაპოლის მთავარი პენალტისტი ახალ სეზონში ხვიჩა კვარაცხელია იქნება. ეს და სხვა ამბები, რომლებიც შეიძლება უიკენდზე გამოგრჩათ, ტრადიციულ 'ორშაბათის საკითხავში':

1. კალათბურთი | ნაკრებმა შეკრება დაიწყო

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატისა და მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადებას იწყებს. ილიას ზუროსის გუნდი 25 ივლისიდან 4 აგვისტომდე სლოვენიაში, კურორტ როგლაში მოემზადება. როგლა ზღვის დონიდან სლოვენიის ყველაზე მაღლა მდებარე ქალაქია, რომელიც ძალიან მყუდრო და დასასვენებლად შეუდარებელი ადგილია. ჩვენი ნაკრები მთლიანად დაიკავებს სასტუმრო "ნატურა როგლას", სადაც სავარჯიშოდ იდეალური პირობები დახვდება. ეროვნული ნაკრები სლოვენიაში ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებასა და სრულყოფაზე იმუშავებს, ხოლო სლოვენიის დატოვების შემდეგ უკვე ამხანაგურ მატჩებს გამართავს.

📋 | ნაკრების შეკრებაზე და ტესტ-მატჩებზე წაიკითხე აქ

2. ფეხბურთოი | ნაპოლის პენალტისტი ხვიჩა იქნება

ლუჩანო სპალეტიმ გადაწყვეტილება მიიღო: ახალ სეზონში ნაპოლიში პენალტებს ხვიჩა კვარაცხელია შეასრულებს. ეს ინფორმაცია გაზეთ Il Roma-ს ჟურნალისტმა ჯოვანი სკოტომ Tele A-სთან ინტერვიუში გაავრცელა. როგორც მან აღნიშნა, სპალეტის 21 წლის ქართველი ფეხბურთელის ძალიან ეიმედება, მის შესაძლებლობებში ეჭვი არ ეპარება და ლორენცო ინსინიეს წასვლის შემდეგ გუნდის პენალტისტიც ხვიჩა იქნება.

📋 | ყველა ახალი ამბავი ნაპოლიზე და კვარაცხელიაზე ნახეთ აქ

3. ფეხბურთი | ნეიმარის განცხადება მომავალზე

პარი სენ-ჟერმენის ბრაზილიელი თავდამსხმელი ნეიმარი ფრანგული კლუბში დარჩენის სურვილს ღიად ამჟღავნებს. ამასთან, 30 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი, რომელსაც პარიზელებთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულში იწურება, აცხადებს, რომ მისთვის უცნობია, რას ფიქრობენ მასზე კლუბში.

📋 | ნეიმარის კომენტარი ნახეთ აქ

4. სუმო | ტოჩინოშინის უარყოფითი ბალანსი

34 წლის ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, რომელიც ტოჩინოშინის შიკონათია ცნობილი, იაპონიის ქალაქ ნაგოიაში გამართული წლის მე-4 სუპერტურნირი უარყოფითი ბალანსით დაასრულა. ქართველი სეკიტორი ნაგოია ბაშოს აღმოსავლეთის მე-8 მაეგაშირას წოდებით შეხვდა და შეჯიბრის 13 დღის თავზე 7 მოგება და 6 მარცხი ჰქონდა, თუმცა, ორივე დარჩენილი ორთაბრძოლა წააგო და სატიტულო ვარდნას ვერ გადაურჩება.

📋 | ტოჩინოშინის ბოლო ბრძოლა ნაგოია ბაშოზე ნახეთ აქ

5. F1 | ლეკლერის დრამა და ფერსტაპენის ტრიუმფი

ფორმულა 1-ის მიმდინარე სეზონის მე-12 გრანპრი, რომელიც საფრანგეთში გაიმართა, მაქს ფერსტაპენის ტრიუმფით დასრულდა. რედ ბულის ნიდერლანდელმა პილოტმა შესანიშნავი რბოლა ჩაატარა და კითხვის ნიშნების გარეშე იმარჯვა.  აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის გრან პრი ლიდერის პოზიციიდან შარლ ლეკლერმა დაიწყო, მაგრამ მიმდინარე სეზონში უკვე მივეჩვიეთ ფერარისა და მონაკოელი პილოტის უიღბლობებსა და ფიასკოებს. ლეკლერი სტარტიდან მე-18 წრემდე დამაჯერებლად ინარჩუნებდა ლიდერობას, მაგრამ მოულოდნელად მანქანაზე კონტროლი დაკარგა, გზიდან გადავიდა და ჯებირს შეასკდა.

📋 | საფრანგეთის გრანპრის მიმოხილვა ნახეთ აქ

კომენტარები

ბოლო ამბები