Thumbnail
  • დასკვნითი საკვალიფიკაციო ტურნირი 6-18 ნოემბერს დუბაიში ჩატარდება
  • მსოფლიო თასზე მოსახვედრად ჰონგ კონგი, კენია, პორტუგალია და აშშ იბრძოლებენ

მსოფლიო რაგბიმ ოფიციალურად დაადასტურა, რომ 2023 წლის მსოფლიო თასის დასკვნით საკვალიფიკაციო ტურნირს ნოემბერში დუბაი უმასპინძლებს, მისი გამარჯვებული კი, ფინალურ ეტაპზე საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მეტოქე გახდება.

შეგახსენებთ, რომ უკვე გარკვეულია გაისად საფრანგეთში დაგეგმილი მსოფლიო თასის 19 მონაწილე, ბოლო მე-20 საგზურისთვის კი ჰონგ კონგი (აზია-პასიფიკი 2), კენია (აფრიკა 2), პორტუგალია (ევროპა 3) და აშშ (ამერიკა 3) იბრძოლებენ.

შეჯიბრი არაბეთის გაერთიანებული საამიროების ერთ-ერთ მთავარ ქალაქში, The Sevens Stadium-ზე, წრიული სისტემით ჩატარდება და უკვე ცნობილია თარიღებიც: 6, 12 და 18 ნოემბერი.

კენიასა და ჰონგ კონგს მსოფლიო თასზე არასდროს უთამაშიათ, აშშ 1995 წლის შემდეგ, ყველა ტურნირის მონაწილე იყო, პორტუგალია კი უმთავრეს სარაგბო ფორუმზე ერთადერთხელ – 2007 წელს საფრანგეთში ყოფილა. 

როგორც აღვნიშნეთ, დუბაიში დაგეგმილი ტურნირის გამარჯვებული მსოფლიო თასზე საქართველოს ჯგუფში მოხვდება. C პულში ასევე ითამაშებენ უელსი, ავსტრალია და ფიჯი.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის მსოფლიო თასი 8 სექტემბრიდან 28 ოქტომბრამდე პერიოდში საფრანგეთის 9 ქალაქში (პარიზი, მარსელი, ლიონი, ლილი, ბორდო, სენტ ეტიენი, ნიცა, ნანტი, ტულუზა) ჩატარდება.

კომენტარები

ბოლო ამბები