Thumbnail

'მჯერა, ჩემპიონები გახდებით' - ბენიომ და პრიეტომ დინამო თბილისი დატოვეს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • დინამო თბილისი საიმონ ბენიომ და ანდრეს პრიეტომ დატოვეს
  • ორივე ფეხბურთელმა ვარჯიშზე თანაგუნდელებს მიმართა

დინამო თბილისი ანდრეს პრიეტომ და საიმონ ბენიომ დატოვეს. ინფორმაცია ქართული კლუბის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

ბენიოს კონტრაქტი 28 ივლისს იწურება, რომელიც აღარ გახანგრძლივდება, ხოლო ესპანელ მეკარესთან ხელშეკრულება ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყდა. ბენიომ და პრიეტომ ვარჯიშზე თანაგუნდელებს და კლუბის პერსონალს მიმართეს:

ანდრეს პრიეტო: "თქვენთან ერთად მუშაობა დიდი პატივი იყო. ძალიან რთულია კარგი ადამიანების პოვნა, თქვენ კი ნამდვილად კარგი ადამიანები ხართ და ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრ კლუბში მითამაშია, ასეთ კარგ ადამაინებთან კი არასდროს. მადლობა გია ნდობისთვის, მინდა, ყველაფერი საუკეთესო გისურვო. ვფიქრობ, რომ მასთან ერთად წარმატებული მომავალი გექნებათ. რა თქმა უნდა, მადლობა თქვენ ბიჭებო, არ მსურს ბევრი ლაპარაკი, რადგან ჩემთვის ნამდვილად სევდიანი დღეა. აქ ოჯახი შევიძინე და ძალიან მომენატრებით".

საიმონ ბენიო: "პირველ რიგში მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ყველას. მივდივარ, მაგრამ ვრჩები თქვენს გულშემატკივრად. ბიჭებო, დინამო ბათუმთან ჩამორჩენა 9 ქულაა და ვფიქრობ, რომ ამ ჩემპიონატის მოგება შეგიძლიათ. გაიხსენეთ, რომ 2 წლის წინაც 9 ქულას ვაგებდით. ვიცი, რომ პროფესიონალები ხართ და ყველაფერს გააკეთებთ ჩემპიონობისთვის. მე-19 ნომერი ვიყავი და მჯერა, რომ ჩემპიონები მე-19-ედ გახდებით. ახლა ჩემი წასვლის დროა, მადლობა ყველას, პერსონალს, ექიმებს, მასაჟისტებს. მადლობა მწვრთნელო, დიდი ხანი არ გვიმუშავია ერთად, თუმცა მადლობა ყველაფრისთვის".

შეგახსენებთ, რომ ანდრეს პრიეტო დინამო თბილისში 2021 წლის ზაფხულიდან თამაშობდა და 35 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 15-ჯერ კი კარი მშრალად შეინახა. საიმონ ბენიო დინამოს წევრი 2020 წლიდან იყო და 71 შეხვედრაში 6 გოლით და 2 საგოლე პასით გამოირჩა. ტოგოელი მცველი თბილისურ კლუბში საქართველოს ჩემპიონი და სუპერთასის მფლობელი გახდა.

ანდრეს პრიეტომ და საიმონ ბენიომ დინამო დატოვეს

ანდრეს პრიეტომ და საიმონ ბენიომ დინამო დატოვეს. დღევანდელ ვარჯიშზე ჩვენი ლეგიონერები თანაგუნდელებს დაემშვიდობნენ. 💬 'აქ ოჯახი შევიძინე და ძალიან მომენატრებით' - ანდრეს პრიეტო 💬 '19 ნომერი ვიყავი და მჯერა, რომ მეცხრამეტედ გახდებით ჩემპიონები' - საიმონ ბენიო #ესდინამოა #FCDT 🔵⚪️ 🔗 ვრცლად - https://bit.ly/3PWlHhZ

Posted by FC Dinamo Tbilisi on ორშაბათი, 25 ივლისი, 2022

კომენტარები

ბოლო ამბები