Thumbnail
  • დავით ლომიტაშვილმა ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი მოიგო
  • დავით ქარელმა ბანსკა-ბისტრიცაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

სლოვაკეთის ქალაქ ბანსკა-ბისტრიცაში ახალგაზრდა ქართველმა ძიუდოისტებმა ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ორი მედალი მოიგეს. დავით ლომიტაშვილმა (-55 კგ) ფინალურ დაპირისპირებაში აზერბაიჯანელ მურად ალიევს იპონით სძლია და საქართველოს პირველი ოქროს მედალი მოუტანა.

 

 

დავით ქარელმა (-60 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში იტალიელ მანუელ პარლატს აჯობა და ტურნირი მედლით დაასრულა. ჯულიეტა როდონაიასაც ბრინჯაოს მედლის მოგების შანსი ჰქონდა, თუმცა მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ბრიტანელ სამერ შოუსთან დამარცხდა.

ბანსკა-ბისტრიცაში ტურნირი გრძელდება და საქართველოს ღირსებას კიდევ რამდენიმე ძიუდოისტი დაიცავს: თორნიკე მოსიაშვილი, სანდრო ახლოური, ალექსანდრე ლოლაძე, არჩილ მამულაშვილი, გიორგი ბადუაშვილი, გიორგი ტაბატაძე, ნინო ლოლაძე და ნინო გულბანი.

კომენტარები

ბოლო ამბები