Thumbnail

'დემბელეს ნოემბრის შემდეგ ვერ ვცნობ' - ჩავი ფრანგით აღფრთოვანებულია

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

ბარსელონამ აშშ-ში გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში ტურინის იუვენტუსთან ფრედ 2:2 ითამაშა. კატალონიურ გუნდში დუბლით უსმან დემბელე გამოირჩა. მატჩს შემდეგ ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ თამაში შეაფასა და ფრანგ თავდამსხმელზე აღტაცებით ისაუბრა.

"სიცხის გამო ინტენსივობა გვაკლდა. პირველ ტაიმში ნაკლებად ვდომინირებდით და ეს ერთერთი მიზეზია ასეთი შედეგის. ასეთ თამაშებში ისეთი რაღაცები ჩანს, რაც ჩვეულებრივ აშკარა არაა. 

მან (დემბელემ) აჩვენა, რა შეუძლია. ის განსხვავებული, განსაკუთრებულია. ასეთები ბევრნი არ არიან. ის ძალიან გვეხმარება თამაშის დროს, განსაკუთრებით რთულ მომენტებში. ის მთლიანად ფეხბურთზეა კონცენტრირებული და ამას აჩვენებს. ნოემბრიდან მოყოლებული დემბელეს ვეღარ ვცნობ და ამით ძალიან კმაყოფილი ვარ", - აქვეყნებს ჩავის სიტყვებს ესპანური მედია.

კატალონიელთა თავკაცი ფრანგი თავდამსხმელით აღფრთოვანებულია

შეგახსენებთ, რომ 2021/22 წლების სეზონის მიწურულს უსმან დემბელეს ბარსელონასთან ხელშეკრულება ამოეწურა. 25 წლის ფრანგმა, თავისუფალი აგენტის სტატუსის მიღების შემდეგ, ისევ კატალონიურ კლუბთან გააფორმა ახალი კონტრაქტი - 2024 წლის ზაფხულამდე. 

ბარსელონა სეზონის დაწყებამდე კიდევ ორ ტესტ-მატჩს ჩაატარებს, ჯერ ნიუ იორკ რე ბულს და მერე მექსიკურ პუმასს შეხვდება, ხოლო ლა ლიგის პირველ ტურში 13 აგვისტოს, რაიო ვალეკანოს უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები