Thumbnail
  • გამოძიება ნეიმარის სანტოსიდან ბარსელონაში ტრანსფერზე მიმდინარეობს
  • 30 წლის შემტევ ფეხბურთელს ბრაზილიური კომპანიაც უჩივის
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

ნეიმარი ისევ პრობლემებშია. ესპანური სასამართლო კიდევ ერთხელ დაინტერესდა ბრაზილიელი ფეხბურთელის სანტოსიდან ბარსელონაში ტრანსფერის დეტალებით, რომელიც 2013 წელს განხორციელდა.

ესპანური საგადასახადო ორგანოები ამტკიცებენ, რომ 30 წლის სამხრეთამერიკელმა სანტოსიდან ბარსელონაში გადასვლის შემდეგ, გადასახადებს თავი აარიდა. საუბარია 8.4 მილიონი ევროზე, რომელიც ნეიმარმა არ გადაიხადა.

ნეიმარს ბრაზილიური კომპანიაც უჩივის

El Pais-ის ინფორმაციის თანახმად, ნეიმარის სასამართლო პროცესი კატარში მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი თვით ადრე, 17 ოქტომბერს ჩაინიშნა. ესპანეთის საგადასახადო ორგანოები ითხოვენ, რომ ნეიმარს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს და 10 მილიონი ევროს კომპენსაცია გადაიხადოს.

გარდა ამისა, პარი სენ-ჟერმენის თავდამსხმელს ბრაზილიური კომპანია DIS-იც უჩივის. კომპანია აცხადებს, რომ იგი ფეხბურთელის უფლებების 40 პროცენტს ფლობს (შეიძინეს მაშინ, როდესაც ნეიმარი 17 წლის იყო) და ითხოვს, რომ ნეიმარს თავისუფლების 5 წლით აღკვეთა მიუსაჯონ და კომპანიის სასარგებლოდ, 150 მილიონი ევრო დააკისრონ. 

ნეიმარის გარდა, ბრალდებულები არიან თავად ბრაზილიელის მშობლები, ბარსელონას ორი ყოფილი პრეზიდენტი - სანდრო როსელი და ჟოზეპ მარია ბარტომეუ, სანტოსის ყოფილი მწვრთნელი და თავად კლუბი ბარსელონა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნეიმარის მამას თავისუფლების 2 წლით აღკვეთა, ხოლო დედას თავისუფლების ერთი წლით აღკვეთა ემუქრება.

კომენტარები

ბოლო ამბები