Thumbnail

ამსტერდამის აიაქსის მცველი ლისანდრო მარტინესი მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელია. ტრანსფერის შესახებ ინგლისურმა კლუბმა ოფიციალურად გამოაცხადა.

24 წლის არგენტინელმა ფეხბურთელმა მანკუნიანელებთან ხელშეკრულება 2027 წლის ივნისამდე გააფორმა, მისი კიდევ ერთი სეზონით გახანაგრძლივების შესაძლებლობით. გავრცელებული ინფორმაციით, მანჩესტერ იუნაიტედს ფეხბურთელის გადაბირება დაახლოებით 57 მილიონი ევრო დაუჯდა.  

"წილად მხვდა ბედნიერება, გავმხდარიყავი წარმატებული გუნდების ნაწილი და იმედი მაქვს, ეს ტენდენცია მანჩესტერ იუნაიტედში გაგრძელდება. წარმატების მისაღწევად ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი, მაგრამ მტკიცედ მწამს, რომ ტენ ჰაგისა და მისი სამწვრთნელო შტაბის, ასევე ჩემი ახალი თანაგუნდელების დახმარებით, ბევრს მივაღწევთ

მსურს მადლობა გადავუხადო აიაქსს და მის გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის. იქ არაჩვეულებრივი პერიოდი გავატარე, თუმცა ვგრძნობ, რომ დადგა დრო, როდესაც თავი სხვა გარემოში უნდა გამოვცადო. დღეს ამისთვის იდეალურ კლუბში ვარ", - აღნიშნა მარტინესმა. 

ტენ ჰაგი ლისანდროს შესაძლებლობებს კარგად იცნობს

ლისანდრო მარტინესი ამსტერდამის კლუბის ფეხბურთელი 2019 წლის ზაფხულში გახდა და მას შემდეგ მცველმა 188 მატჩში ითამაშა, გაიტანა 6 გოლი და მიითვალა ამდენივე საგოლე პასი. ამჟამად მანჩესტერ იუნაიტდს ერიკ ტენ ჰაგი წვრთნის, რომლის ხელმძღვანელობითაც ლისანდრომ აიაქსში სამი წელიწადი გაატარა.

კომენტარები

ბოლო ამბები