Thumbnail

ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა - ალე დორტმუნდს ერთი წელი ვერ დაეხმარება

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • სებასტიან ალეს სათესლე ჯირკვლის სიმსივნე დაუდგინდა
  • 28 წლის ფორვარდი მომავალ სეზონს მთლიანად გამოტოვებს
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

დორტმუნდის ბორუსიის ახალმა თავდამსხმელმა სებასტიან ალემ ოპერაცია გაიკეთა და მედიკოსების თქმით, იგი გერმანულ კლუბს მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში ვერ დაეხმარება.

შეგახსენებთ, რომ 28 წლის ფორვარდს რამდენიმე კვირის წინ სამედიცინო შემოწმების დროს სათესლე ჯირკვლის სიმსივნე აღმოაჩნდა, რის გამოც დორტმუნდის სეზონისწინა შეკრება ნაადრევად დატოვა და მკურნალობა დაიწყო.

სიმსივნის ამოკვეთის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა

მედიის ცნობით, სიმსივნის ამოკვეთის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და ახლა ალე ექიმებისგან შემდგომი პროცედურებისთვის მითითებებს ელოდება.

"ჯერ კიდევ მსჯელობენ იმაზე, თუ რა სახის თერაპია დასჭირდება მას. ცხადია, რომ იგი რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ დაგვეხმარება", - განაცხადა დორტმუნდის სპორტულმა დირექტორმა სებასტიან კელმა.

შეგახსენებთ, რომ სებასტიან ალე დორტმუნდის ბორუსიამ ამსტერდამის აიაქსიდან ამ ზაფხულს დაიმატა. 28 წლის ფორვარდი ერლინგ ჰაალანდის შემცვლელად მოიყვანეს, რომელიც კარიერას მანჩესტერ სიტიში გააგრძელებს.

კომენტარები

ბოლო ამბები