Thumbnail

'ქართველებზეც თქვა' - პიმბლეტს ინგლისელი მებრძოლი არაკაცად მიიჩნევს

ტონიო კროგერი პროფილის ფოტო
ტონიო კროგერი
  • მოკაევს ინგლისური მედიის მხრიდან პადის მიმართ არსებული ყურადღება არ მოსწონს
  • მუჰამედი თვლის, რომ პიმბლეტი ახალგაზრდებისთვის ცუდი მაგალითია
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

დიდი ბრიტანეთის სახელით მოასპარეზე წარმოშობით დაღესტნელმა მუჰამედ მოკაევმა (8-0) ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ პედი პიმბლეტი არ მოსწონს და მედიის წარმომადგენლები მისთვის დიდი ყურადღების დათმობისთვის გააკრიტიკა

21 წლის მუჰამედი UFC-ის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მებრძოლია და უკანასკნელ ჩხუბში ჩარლზ ჯონსონი მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა. 

"ძალიან ბევრი ბრიტანელი მებრძოლი მედიის ყურადღებას ვერ იღებს. არნოლდ ალენი, ლეონ ედვარდსი, ტომ ასპინალი, ნათანიელ ვუდი - ეს ბიჭები ძალიან მაგარი სპორტსმენები და მისაბაძი მაგალითები არიან. თუმცა, ჟურნალისტები დიდ დროს პედი პიმბლეტის მსგავს არაკაცს უთმობთ. მეგობრებო, თქვენი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ეს უსამართლობაა. ვისაც MMA ესმის, ხვდება, რომ პიმბლეტი ტოპ 15-ს სპორტული თვალსაზრისით ვერასდროს მიაღწევდა, კარგი მაგალითი არც ახალგაზრდებისთვისაა. 

პირდაპირ ვიტყვი, არ მომწონს პედი პიმბლეტი. 2019 წელს თქვა, რომ ინგლისის სახელით გამოსვლის უფლება არ მქონდა, რადგან აქ დავიბადე, წერდა, რომ დიდი ბრიტანეთის დროშის გამოყენების ნებართვა არ უნდა მიმეღო. შემდეგ ქართველებზე რა ილაპარაკა ხომ გახსოვთ?! და ამდენი ადამიანი მხარს ამ არაკაცს უჭერს? ჩემს გუნდში პედი არავის მოსწონს, რადგან ის გამუდმებით ლაპარაკობს ეთიკურობასა და რასაზე, ეს კი იმაზე მიანიშნებს, რომ პიმბლეტი მდაბიო პიროვნებაა, მას სათქმელი სხვა არაფერი აქვს," - განაცხადა მოკაევმა. 

დაუმარცხებელი მოკაევი UFC-ის ყველაზე მსუბუქ წონაში გამოდის და ორგანიზაციის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონის სტატუსის მოპოვება სურს. ახალგაზრდა მებრძოლმა ყველაზე პრესტიჟულ MMA პრომოუშენში უკვე 2 ჩხუბი მოიგო. მუჰამედის მთავარი მწვრთნელი ტომ ასპინალის მამა გახლავთ, შვილი კი მოკაევის თანაგუნდელია. 

კომენტარები

ბოლო ამბები