Thumbnail

'გადაწყვეტილება იოლად არ მიმიღია' - სებატიან ფეტელი ფორმულა 1-ს ტოვებს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 35 წლის გერმანელი ფორმულა 1-ში მისთვის ბოლო სეზონს ატარებს
  • მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა გადაწყვეტილების შესახებ გამოაცხადა
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

ასტონ მარტინის პილოტი, მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი სებასტიან ფეტელი ფორმულა 1-ს მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს. ამის შესახებ გუნდის ოფიციალური საიტი წერს. 

ფეტელმა გადაწყვიტელიბის შესახებ უნგრეთის სარბოლო უიქენდის წინ გამოაცხადა, მისი ბოლო გრან პრი კი ნოემბრის მიწურულს, აბუ-დაბიში გაიმართება.  

"წასვლის გადაწყვეტილება იოლად არ მიმიღია. დიდხანს ვფიქრობდი, რა უნდა გავაკეთო შემდგომში და ჯერ კიდევ ბოლომდე არ ვარ ჩამოყალიბებული, კონკრეტულად რითი დავკავდები. რა თქმა უნდა, მსურს მეტი დრო ოჯახს დავუთმო. 

ეს არ არის გამოსამშვიდობებელი წერილი, უბრალოდ, მსურს ყველას მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის - განსაკუთრებით გულშემატკივრებს, რომელთა გარეშე F1 არ იარსებებდა", - ამბობს გერმანელი პილოტი. 

35 წლის გერმანელმა მრბოლელმა ფორმულა 1-ში კარიერა 2006 წელს, BMW-ის ტესტპილოტის რანგში დაიწყო, მისი დებიუტი კი 2007 წელს, აშშ-ის გრან პრიზე შედგა, სადაც ტრავმირებული რობერტ კუბიცა შეცვალა. 

სებასტიან ფეტელმა ფორმულა 1-ის ჩემპიონობა "რედ ბულში" გამოსვლისას, 2010, 2011, 2012 და 2013 წლებში მოიგო. ის ასევე გამოდიოდა "ტორო როსოსა" და "ფერარიში". ამ დროისთვის გერმანელის ანგარიშზე ფორმულა 1-ის კარიერაში 289 ჩატარებული რბოლა, მოპოვებული 53 გამარჯვება და 122 პოდიუმია. 

კომენტარები

ბოლო ამბები