Thumbnail

მამულაშვილმა და გულბანმა მოიგეს - საქართველოს კიდევ 2 ბრინჯაო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • საქართველოს ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე 5 მედალი დაუგროვდა
  • არჩილ მამულაშვილმა და ნინო გულბანმა ბრინჯაოს მედლები მოიგეს

სლოვაკეთის ქალაქ ბანსკა-ბისტრიცაში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე, მეოთხე დღეს, საქართველოს შედეგს კიდევ ორი ბრინჯაოს მედალი მიემატა.

არჩილ მამულაშვილმა ნახევარფინალამდე სამი მეტოქე დაამარცხა, რის შემდეგაც სლოვაკ ნიკ პურნატთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა გააგრძელა. მამულაშვილმა (90 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ისრაელის წარმომადგენელ ინბარ გაბაის იპონით სძლია და საქართველოს კიდევ ერთი ბრინჯაო მოუტანა.

ნინო გულბანმა (70 კგ) ნახევარფინალამდე სამ მეტოქეს სძლია, რის შემდეგაც ავსტრიელ ელენა დენგთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში რუმინელ ჰანა ბალოგს აჯობა. საქართველოს ევროპის ოლიმპიურ ფესტივალზე ერთი ოქრო და 4 ბრინჯაო აქვს. ხუთივე მედალი ძიუდოს წარმომადგენლებს ეკუთვნით.

კომენტარები

ბოლო ამბები