Thumbnail

'კარიერა ბარსაში მინდა დაასრულოს' - ლაპორტა მესის დაბრუნებაზე

ტონიო კრიოგერი პროფილის ფოტო
ტონიო კრიოგერი
  • ესპანური გრანდის პრეზიდენტს კლუბში არგენტინელის დაბრუნება სურს
  • ლაპორტას თქმით, კლუბს მესის მორალური ვალი გააჩნია

კატალონიური ბარსელონას პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ განაცხადა, რომ გუნდში კლუბის ლეგენდა ლიონელ მესის დაბრუნება აქვს განზრახული. 

მესი პსჟ-ში მეორე სეზონს იწყებს, პროფესიონალურ დონეზე კი სხვა გუნდებში არასდროს უთამაშია. 

"მესის დრო ბარსელონაში ისე არ დასრულდა, როგორც გვინდოდა. ყველაფერი კი იმ რთული ეკონომიკური პირობების გამო მოხდა, რომლებშიც აღმოვჩნდით. ლეოს წინაშე მორალური ვალი გვაქვს. 

ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ მესიმ კარიერა 'ბლაუგრანაში' დაასრულოს და სტადიონებზე ოვაციებით შეხვდნენ. მე აქეთკენ მივილტვი, რადგან ამ ყველაფრის ნაწილი ვარ და ძალიან მინდა, რომ ლიონელი კლუბში დაბრუნდეს. მომხდარ განშორებას დროებითად ვთვლი და მიმაჩნია, რომ დასახული მიზნის განხორციელება შეგვიძლია. სულ მცირე, ამას ძალიან ვეცდებით," - განაცხადა ლაპორტამ

35 წლის ლიონელ მესი ბარსელონას 2000 წელს შეუერთდა. მისი პროფესიონალური დებიუტი კი კატალონიელთა რიგებში 2004/05 წლების სეზონში შედგა. მესიმ 'ლურჯ-წითლების' მაისურით 778 ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა და 672 გოლი გაიტანა. არგენტინელმა ბარსა 2021 წელს დატოვა. 

კომენტარები

ბოლო ამბები