Thumbnail

თოფურია UFC-ში მომავალ ბრძოლას ბრაზილიელ ლეგენდასთან გამართავს

ტონიო კროგერი პროფილის ფოტო
ტონიო კროგერი
  • ქართველის მეტოქე 36 წლის ედსონ ბარბოზა იქნება
  • ჩხუბი 29 ოქტომბერს, ლას ვეგასში გაიმართება

ესპანური ევროსპორტის MMA ჟურნალისტი ლაურა ფერნანდეს ბინილიას ინფორმაციით, ქართველი მებრძოლი ილია თოფურია UFC-ში მომავალ ბრძოლას ბრაზილიელი ედსონ ბარბოზას წინააღმდეგ გამართავს. 

ფერნანდესის მიხედვით, ქართველი ლეგენდარულ ბრაზილიელს 29 ოქტომბერს დაუპირისპირდება. ჩხუბი კი ლას ვეგასში გაიმართება. ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ ვისი მატჩი იქნება საღამოს მთავარი ბრძოლა. 

36 წლის ედსონ ბარბოზა UFC-ის ნახევრადსაშუალო (featherweight) წონი მე-13 ნომერი გახლავთ. ბრაზილიელს კარიერაში 33 პროფესიონალური ბრძოლა გაუმართავს, აქედან 22 მისი გამარჯვებით დასრულდა. ბარბოზამ უკანასკნელი 10 ჩხუბიდან 7 წააგო, ბოლოს კი 2022 წლის მარტში ბრაის მიტჩელთან მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა. იქამდე ბრაზილიელი გიგა ჭიკაძე დაანოკაუტა. 

დაუმარცხებელ ილია თოფურიას (12-0) UFC-ში 4 გამარჯვება აქვს მოპოვებული. 'მატადორმა' 19 მარტს მსუბუქ წონაში იჩხუბა და ჯაი ჰერბერტი მეორე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა. 25 წლის თოფურია ნახევრადმსუბუქი წონი რეიტინგში მე-15 ადგილს იკავებს.

კომენტარები

ბოლო ამბები