Thumbnail

'მეორე შანსს იმსახურებს' - ჩავი მესის ბარსელონაში დაბრუნებაზე

ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ კატალონიურ კლუბში არგენტინელი სუპერვარსკვლავის ლიონელ მესის შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა, რომელიც ამჟამად ფრანგული პარი სენ-ჟერმენის ღირსებას იცავს. 

შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრების თავდამსხმელი ბარსელონას მთავარ გუნდში 2005-21 წლებში გამოდიოდა, რის შემდეგაც ფრანგულ კლუბში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა და 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ლეო მესიმ და ჩავიმ ერთად ბარსელონაში არაერთი ტიტული მოიგეს

ბარსელონას მთავარი მწვრთნელი ამბობს, რომ 35 წლის მესის კატალონიურ გრანდში დაბრუნება წელს შეუძლებელია, მაგრამ მომავალში - შესაძლებელი.

"ადრეც მითქვამს და გავიმეორებ, რომ ახლა მესიზე ყურადღების გამახვილება უტოპიაა. ვისურვებდი, რომ მესის ეტაპი ბარსელონაში დასრულებული არ იყოს. ვფიქრობ, რომ ის მეორე შანსს იმსახურებს, ოღონდ მომავალ წელს. ახლა მას სხვა კლუბთან კონტრაქტი აქვს", - აქვეყნებს ჩავის სიტყვებს ესპანური მედია.

ლეოს პარიზელებთან კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აკავშირეს

ლიონელ მესიმ პარი სენ-ჟერმენში გატარებულ პირველ სეზონში საფრანგეთის ჩემპიონობა იზეიმა. არგენტინელმა ყველა საკლუბო ტურნირის 34 მატჩში ითამაშა, რომლებშიც 11 გოლითა და 12 საგოლე პასით გამოირჩა. 

კომენტარები

ბოლო ამბები