Thumbnail

ტაბატაძის გმირობა - საქართველომ გუნდურში ბრინჯაო მოიგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა გუნდურ ტურნირზე იასპარეზა
  • ქართველმა ძიუდოისტებმა ოლიმპიური ფესტივალი ბრინჯაოს მედლებით დაასრულეს

სლოვაკეთის ქალაქ ბანსკა-ბისტრიცაში გრძელდება ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალი, რომლის მე-6 საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრებმა გუნდურ ასპარეზობაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ქართველმა ძიუდოისტებმა ტურნირი ბრწყინვალედ დაიწყეს ჯერ მოლდოვას მოუგეს მძიმე ბრძოლაში - 4:3, რის შემდეგაც იტალია 4:0 გაანადგურეს და ნახევარფინალში გავიდნენ, სადაც უკრაინასთან 2:4 წააგეს.

ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ქართველები გერმანელებს შეხვდნენ. მეტოქე 3:1-ს იგებდა, თუმცა ანგარიში გათანაბრდა და გიორგი ტაბატაძემ გადამწყვეტ შეხვედრაში გერმანელ შიმანსკის იპონით მოუგო და საქართველო გუნდურ ასპარეზობაში ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს ნაკრების მონაგარი 8 მედალია (2 ოქრო და 6 ბრინჯაო). საგულისხმოა, რომ რვავე მედალი ძიუდოისტების აქტივშია.

კომენტარები

ბოლო ამბები